დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 930 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 16/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.558 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.558
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №930
2006 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კონკურსის წესით შერჩეული და სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“.
2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,41. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. სკოლის დირექცია ხელს უწყობს დირექტორობის კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, კანდიდატების შეხვედრების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები