„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 240090000.10.003.025580
31
23/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
240090000.10.003.025580
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №31

2026 წლის 23 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებულ ობიექტში − უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) − პირადი სარგებლობისათვის;“;

ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტის გარდა, სხვა ადგილზე განთავსებული სავაჭრო დარბაზ(ებ)ი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ი და ნებართვის მაძიებლის სურვილის შემთხვევაში – სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და იზოლირებული;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი),  შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომლებითაც დასტურდება, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი მდებარეობს ან განთავსდება საბაჟო კონტროლის ზონაში (გარდა ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისა (2028 წლის 1 იანვრამდე) ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევისა);“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წერილობითი ინფორმაცია, ობიექტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ, რომლითაც დაფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირზე რეალიზაციის პროცესი, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ისა და 2028 წლის 1 იანვრამდე ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – ობიექტის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც დაფიქსირდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასეთი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ი (საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტის გარდა) უნდა მდებარეობდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ და მათი განლაგება უნდა გამორიცხავდეს მათში იმ ფიზიკური პირების მოხვედრას, რომლებსაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სათანადო პროცედურები არ გაუვლიათ.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის შემთხვევაში – უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრთა (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით საქონლის რეალიზაცია ხორციელდება:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე