დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.025578 |
|
„გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2025, 310150000.10.003.024908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის“:
1. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტები: „გ) ECMT-ს ციფრულ სისტემაში: გ.ა) ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტს; გ.ბ) სააღრიცხვო წიგნში ან რეისის საინფორმაციო დოკუმენტში დაფიქსირებულ მონაცემებს; დ) ECMT სერტიფიკატების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას ECMT სანებართვო დოკუმენტის საინფორმაციო დოკუმენტთან; ე) სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატს; ვ) ECMT-ს ციფრულ სისტემაში მოძიებულ ECMT სანებართვო დოკუმენტს და, სურვილის შემთხვევაში, ავსებს ინფორმაციას და აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში, აწესებს სანქციებს, ECMT-ს ციფრული სისტემის (DS) საკუთარი ანგარიშიდან ახდენს კონტროლის შედეგის ასახვას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სანებართვო დოკუმენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ გადამზიდველმა/მძღოლმა ვერ წარადგინა ამ წესის დანართ №5-ის მე-18, 22-ე და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტაცია, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეტყობინების შემდეგ, უფლებამოსილია, მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე.“. 2. დანართ №2-ის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. დანართ №5-ის: ა) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები