დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016047 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №2
2026 წლის 16 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთის დამტკიცებისა და სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 26 სექტემბრის №24-242526941 წერილის მომართვის და რეგიონული განვითარების სამინისტროს 2025 წლის 30 დეკემბრის MRD №01/2975 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში უსახელო ქუჩის მონაკვეთი და ამავე მონაკვეთის პირველი და მეორე ჩიხები, რომლის სათავედ განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მარია და ლეხ კაჩინსკების ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს ქალაქ ზუგდიდის მარო მაყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, ქუჩას ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას სახელი.
2. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.)
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა №12).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემრულებელი თაზო ფაცაცია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები