დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპიური დებუელბის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1071 ბრძანებით დამტკიცებულ დებუნებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1216 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 14/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.023.009.555 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.555
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1216
2006 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1077 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს (სატყეო მეურნეობების) ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №1077 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №142, მუხ. 1974) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულების მე-14 მუხლის 27-ე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. თელავის სატყეო მეურნეობის სტრუქტურა:
ა) სატყეო მეურნეობის ცენტრალური აპარატი;
ბ) ფშავლის სატყეო;
გ) ნაფარეულის სატყეო;
დ) იყალთოს სატყეო;
ე) თელავის სატყეო;
ვ) წინანდლის სატყეო;
ზ) აკურის სატყეო;
თ) ახმეტის სატყეო;
ი) მატანის სატყეო;
კ) ოლტოს სატყეო;
ლ) მაღრანის სატყეო;
მ) ქისტაურის სატყეო;
ნ) ხოდაშნის სატყეო;
ო) პანკისის სატყეო;
პ) მთათუშეთის სატყეო.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები