„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017197
1/ნ
28/01/2026
ვებგვერდი, 29/01/2026
470230000.22.035.017197
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2026 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2019, 470230000.22.035.016678) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები

1. სააგენტოს მიზანია მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა, საქართველოში შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირება და საერთაშორისო შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) შრომის ბაზრის მომსახურებების გაწევა, მათ შორის:

ა.ა) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელება;

ა.ბ) საშუამავლო მომსახურების გაწევა;

ა.გ) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია და ამ მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით და მომსახურებით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება, გამართული ფუნქციონირება;

ა.დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის ფუნქციონირების, სააგენტოს შესაბამისი სერვისების შეუფერხებელი და სრულფასოვანი მართვისთვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და, საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსთვის გაზიარება;

ა.ე) სამუშაო ძალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;

ბ) საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე და პერსპექტიული ტენდენციების გამოვლენის მიზნით, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და/ან მომზადებაში მონაწილეობა;

დ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება;

ე) საქართველოს შრომის ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარება;

ვ) სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა;

ზ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, განხორციელება ან/და განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება ან/და ორგანიზებაში მონაწილეობა;

ი) „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება;

კ) შრომისა და დასაქმების სფეროში, მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში, შესაბამისი საერთაშორისო რეგულაციებისა და ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ლ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზება;

მ) საქართველოს მასშტაბით სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ სუბიექტთან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ო) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის მისი სამსახურის გავლის ადგილისა და სუბიექტის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

პ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;

ჟ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;

რ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ს) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მისი მონიტორინგი და შეფასება;

ტ) შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი ბაზის, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

უ) საქართველოში შრომითი მიგრაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მარეგულირებელი ნორმების აღსრულება. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების მიზნით შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;

ფ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების ხელშემწყობი საშუამავლო კომპანიების საქმიანობის რეგულირება და მათი სერტიფიცირება;

ქ) საქართველოში ფუნქციონირებადი, საზღვარგარეთ დასაქმების ხელშემწყობი საშუამავლო კომპანიების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და მათ შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ღ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების დახმარებით საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

ყ) სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების დახმარებით საზღვარგარეთ დასაქმებული პირების შესახებ ანგარიშების შეგროვება და დამუშავება;

შ) საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების რეგულირება, უკვე დასაქმებული უცხოელების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

ჩ) კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებზე, რომელთა მიზანია საქართველოში დასაქმება ან შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა;

ც) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელების მონიტორინგი და ამ მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია;

ძ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;

წ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, კანონიერი დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ჭ) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმების პროექტების მომზადება;

ხ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისა და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა;

ჯ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) განვითარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებული მექანიზმების განხორციელება; აღნიშნული სქემების განხორციელების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე წინადადებების მომზადება;

ჰ) ცირკულარული შრომითი მიგრაციის სქემებში მონაწილე, საქართველოში დაბრუნებული შრომითი მიგრანტების, ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა;

1) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმებისა და საზღვარგარეთ ლეგალურად დროებით დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობა;

2) კომპეტენციის ფარგლებში შრომითი მიგრაციის სფეროში, მათ შორის, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების და შეთანხმებების შესრულება;

3) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და მათი შემცირების წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

4) სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა;

5) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, ანალიზი და განვითარება.

3. სააგენტო უფლებამოსილია ამ დებულებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით დაკისრებული ვალდებულებების/ფუნქციების შესასრულებლად დაამუშაოს, მათ შორის, გამოითხოვოს/გადაამოწმოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული პერსონალური მონაცემები. სააგენტო პასუხისმგებელია, რომ პერსონალური მონაცემები დაამუშაოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“-„ძ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“-„ძ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე