„სს „ჰეშ ბანკი“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სს „ჰეშ ბანკი“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/01/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2026
სარეგისტრაციო კოდი
9
20/01/2026
ვებგვერდი, 23/01/2026
„სს „ჰეშ ბანკი“-სთვის (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №9

2026 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 „სს „ჰეშ ბანკისთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. „სს „ჰეშ ბანკისთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2026 წლის 2 ნოემბრამდე სს „ჰეშ ბანკმა“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.“.

2. „სს „ჰეშ ბანკისთვის“ (ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტი                                       ნათელა თურნავა