დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 762 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 14/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.009.553 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.553
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №762
2006 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის � სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის���������� 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის � სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1� ქვეპუნქტი:
,,ზ1) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის არამართლზომიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;�;
ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ1� ქვეპუნქტი:
,,მ1) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან გამოითხოვს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საქმეებს და იღებს გადაწყვეტილებას;�;
გ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს.�;
დ) მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო დროებით არმყოფი მუშაკის მოვალეობის შემსრულებელს (შვებულების ან სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში) არა უმეტეს ერთი თვის ვადით � შეთანხმების გარეშე.�.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები