„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017984
15
21/01/2026
ვებგვერდი, 22/01/2026
190040000.22.033.017984
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №15

2026 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30/11/2009; №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

გ) გენერალური ინსპექცია;

დ) ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველო;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

თ) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ი) საგამოძიებო დეპარტამენტი;

კ) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი;

ლ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

მ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.“.

2. 42  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42 . გენერალური ინსპექცია

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სამსახურის სისტემაში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;

ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და სათანადო რეაგირება;

გ) დაქვემდებარებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძიების წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

დ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ე) სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა-რეაგირება;

ვ) სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საგამოძიებო დეპარტამენტის ამოცანები

1. საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;

ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ვ) საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;

ზ) საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელის შემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;

ბ) საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;

გ) კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;

დ) განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო;

ე) ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოები:

ე.ა) თბილისის მთავარი სამმართველო;

ე.ბ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ე.გ) კახეთის რეგიონალური სამმართველო;

ე.დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;

ე.ე) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ე.ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

ე.ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური სამმართველო;

ე.თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

ე.ი) აჭარის რეგიონალური სამმართველო;

ე.კ) გურიის რეგიონალური სამმართველო.

3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს ქვეყნის მასშტაბით რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროში დანაშაულის გამოვლენა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება.

4. საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.

5. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მასშტაბით, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ კიბერკომპონენტის შემცველ დანაშაულთა ჩადენის სახეების და ხერხების იდენტიფიცირება და ანალიზი; სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ კიბერკომპონენტის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობა და გამოძიების სრული მოცულობით წარმოება.

6. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა: სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულთა ჩადენის სახეების/ხერხების იდენტიფიცირება და ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის/მოადგილის ან სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება.

7. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების (თბილისის მთავარი სამმართველო; ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო; კახეთის რეგიონალური სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო; შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო; იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური სამმართველო; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო; აჭარის რეგიონალური სამმართველო; გურიის რეგიონალური სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება; დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება; სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობით დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.

8. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიებად განისაზღვროს:

ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ბ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

გ) კახეთის რეგიონალური სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

დ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ე) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ვ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალური სამმართველო – ქ. ქუთაისი, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ი) აჭარის რეგიონალური სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

კ) გურიის რეგიონალური სამმართველო – ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.

9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე – სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო.“.

4. მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის, ადმინისტრაციის, ეკონომიკური დეპარტამენტის, ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს, ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსებს და მათ მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს სამსახურის უფროსი. ამ პუნქტში მითითებული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ დუნდუა