„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 340090000.10.003.025558
9
20/01/2026
ვებგვერდი, 21/01/2026
340090000.10.003.025558
„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2026 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2024, 340090000.10.003.024683) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

 ა) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და მასზე ვრცელდება ამ დადგენილების მოქმედება, ვალდებულია, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა არის 2030 წლის პირველ იანვრამდე.

მუხლი 3. პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და მასზე ვრცელდება ამ დადგენილების მოქმედება, ვალდებულია, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე, ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა არის 2030 წლის პირველ იანვრამდე.“;

ბ) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. 2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აკრძალულია.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების“:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პირი, რომელიც არის  ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის მე-7 − მე-10 სემესტრის სტუდენტი, უფლება აქვს, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე განახორციელოს ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობა, ვეტერინარის ზედამხედველობით, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − დიპლომის აღებამდე.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უწყვეტი პროფესიული განვითარება – საქმიანობა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სპეციალობაში უწყვეტი პრაქტიკული კლინიკური საქმიანობის კომპონენტს და ფასდება სათანადო მახასიათებლებით  (პაციენტების რაოდენობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა, პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა). ასევე კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობას, რომლებიც პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა);“;

ბ.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) თავი II-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი II

ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიცირება“;

დ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განიხილავს და ითანხმებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მომზადებულია მის მიერ ან წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ;“;

ე) მე-4 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი), მოქალაქეობას, სამსახურის დასახელებასა და მისამართს (თუ განმცხადებელი მუშაობს), აგრეთვე, სპეციალობათა არჩევანის შემთხვევაში, მითითებას, თუ რომელი სპეციალობით აპირებს მაძიებელი ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერტიფიკატის ან/და პროფესიული ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;“;

ე.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვეტერინარი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში დააგროვა 40 კრედიტქულა ან ვეტერინარი ტექნიკოსი, რომელმაც 5 წლის განმავლობაში დააგროვა 15 კრედიტქულა, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და მას, საბჭოს დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება გამოცდის ჩაბარების გარეშე.

შენიშვნა: სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაპოვებლად სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნები უბრუნდება მაძიებელს, ხოლო ასლები რჩება სააგენტოში.“;

ვ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა, განხილვის შედეგების შეტყობინება და სასერტიფიკატო გამოცდა

1. საბჭო იხილავს მაძიებლის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას გამოცდაზე დაშვების შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე მაძიებლის განაცხადის შემთხვევაში, სასერტიფიკატო გამოცდის გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, რის შესახებაც აცნობებს მაძიებელს, ამ გადაწყვეტილების შესახებ საფუძვლის მითითებით.

2. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი არ დაიშვება გამოცდაზე, თუ:

ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემას იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას სასამართლომ ჩამოართვა;

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და აღმოფხვრილი არ არის მისი შეჩერების საფუძველი;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოთხოვნისას შეგნებულად არის მიწოდებული ყალბი ინფორმაცია;

ე) მაძიებლის კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს პროფესიის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებს.

3. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.“;

ზ)  მე-8 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდის წარმატებით ჩაბარების ან ამ წესით განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების შემთხვევაში, გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.“;

ზ.გ) მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქმიანობის სფერო;

დ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის თარიღი.“;

თ) მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. გასაჩივრება

სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი უფლებამოსილია, გამოცდაზე დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, გამოცდის შედეგები ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 10. საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

პირი პროფესიული საქმიანობის დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას უგზავნის საბჭოს, საქმიანობის დაწყებიდან 10 კალენდარულ დღეში. შეტყობინება უნდა შეიცავდეს სამსახურის დასახელებასა და მისამართს, თანამდებობასა და ფუნქცია-მოვალეობებს.“;

ი) მე-13 მუხლის:

ი.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);“;

ი.ბ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) ტრენინგი/სწავლება/კონფერენციის შინაარსი;“;

კ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-13 მუხლის „ა.ა“, „ა.დ“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, „დ“ და „ე.ა“ – „ე.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია რეესტრში უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.“;

ლ) მე-18 მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების, მათ შორის, ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების, სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ცხოველთა გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელება ან ცხოველთა მეპატრონისათვის მატერიალური ზიანის მიყენება.“;

ლ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმებაზე სასამართლოსათვის მიმართვისას, სააგენტო შეაჩერებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედებას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მიიჩნევს, რომ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებამ შეიძლება, შექმნას ცხოველთა გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების საფრთხე.“;

მ) თავი V-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი V

სახელმწიფო ზედამხედველობა ვეტერინარულ პრაქტიკაზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე