დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025556 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 აპრილის №226 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/04/2022, 300160070.10.003.023436) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის განთავსება დაუშვებელია საბავშვო საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებში. დასაშვებია დაბალი გამოსხივების დოზის მქონე რენტგენოდიაგნოსტიკური დანადგარების − დენტალური რენტგენოდიაგნოსტიკური, მამოგრაფიული დანადგარებისა და დენსიტომეტრების გამოყენება სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც განთავსებულია საცხოვრებელ შენობებში, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსაზღვრე სათავსები გამოიყენება საცხოვრებლად. იმ პირობით, რომ: ა) განხორციელებულია რადიაციული დაცვის შეფასება, მათ შორის, რადიაციული დაცვის გაანგარიშება; ბ) უზრუნველყოფილია მოსახლეობისათვის დადგენილი დასაშვები დოზის ზღვრული მნიშვნელობების დაცვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) დაცულია რადიაციული დაცვის მოთხოვნები, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები