დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 11/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.029 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №85
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი;
ბ) მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება აუქციონზე გასატანი საპრივატიზებო ობიექტებისა და აუქციონის პირობების შესახებ; წინადადებების წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორმებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების (მათ შორის, აქციები, წილები) პრივატიზების შესახებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორმისა და პირობების შესახებ; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და დროებით სარგებლობაში გადაცემის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადადებების წარმოდგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წინადადებების მომზადება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე სახელმწიფო ქონების პრივატიზების დელეგირების თაობაზე; პრივატიზების რეჟიმში არსებული სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნატურით გაყოფა, გარდაქმნა, გამოყოფა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის, მათი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ საწარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და ახალი საწარმოების შექმნის შესახებ წარდგენილი წინადადებების განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვისა და განკარგვის შესახებ.“;
გ) მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი _ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკის დარგების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი; კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით; სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.“;
დ) მე-9 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემისა და განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა (გარდა საწარმოებში არსებული სახელმწიფო წილისა და აქციებისა); წინადადებათა მომზადება საერთო-სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ; წინადადებათა მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების დაფუძნების თაობაზე; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების გარდაქმნის, შერწყმის, ნატურით გაყოფის, ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე; წინადადებების მომზადება სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული ქონების დროებით სარგებლობაში გაცემის თაობაზე მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტის შესაბამისად (გარდა რეალიზებისა). ასევე ამ საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის, მათ მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შესყიდვისა და თავიანთი წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების შექმნის საკითხების განხილვა მოქმედი კანონმდებლობის (კერძოდ, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგენილი წესის) შესაბამისად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა მომზადება მიწის, წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, ტყის მართვის შესახებ.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები