დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №619 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 758 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 08/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.22.027.009.538 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.009.538
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №758
2006 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №619 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №619 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები.
2. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს არა უმეტეს შვიდი წევრისა.
3. კომისიის შემადგენლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.
1. მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებს დახასიათებასთან ერთად კომისიას წარუდგენს დაწესებულების დირექტორი.
2. მასალების წარმოდგენის შემთხვევაში კომისიის სხდომა უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ. სხდომა ტარდება დახურულად.
3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
4. კომისიის სხდომის ჩატარება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი.
5. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს კომისიას.
6. კომისიის მიერ ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკითხის ხელახალი განხილვა შესაძლებელია უარის თქმიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიას შეუძლია საკითხის ვადაზე ადრე განხილვა.
7. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. კომისიის წევრს, თუ იგი არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება წერილობით დაურთოს წარდგინებას.
8. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. სასამართლოში კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.“.
3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დაწესებულებების პირად შემადგენლობას და კომისიის წევრებს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები