„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.149.016575
3
16/01/2026
ვებგვერდი, 20/01/2026
010250040.35.149.016575
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №3

2026 წლის 16 იანვარი

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2017, 010250040.35.149.016322) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“;

„ვ) კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც  სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მეორე პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“;

მ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.“;

ნ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ.“;

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 45-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

რ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;

დ) ამ რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“;

ს) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს სხდომაზე გასატანად.“;

4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით მერისთვის დასაბრუნებლად იწვევს საკრებულოს სხდომას გამოთქმული შენიშვნების განსახილველად.“;

ტ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა

1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას.

2. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგინოს რეკომენდაცია დაყენებული საკითხის გადაწყვეტის შესახებ.

3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი