“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1355
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 09/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.534
  • Word
1355
06/11/2006
სსმ, 151, 09/11/2006
230.210.000.22.033.009.534
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.534

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1355

2006 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე ექვემდებარება გაფორმებას იმ საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებზე, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედვად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,სამთაწყარო“, ,,გუგუთი“, ,,ახკერპი“, ,,მტკვარი“, ,,ვალე“ და ,,ყაზბეგი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტისა (ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონლისა) და სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო გაფორმების ადგილზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი