დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 09/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.009.533 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.000.22.033.009.533
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1354
2006 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №41, მუხ. 42) დამტკიცებულ ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ყვითელი და ლურჯი ფერის ეგზემპლარები ეგზავნება რეგიონალური საბაჟოს ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებას, რომელთაგან ყვითელი ფერის ეგზემპლარები ყოველკვირეულად, შესაბამისი რეესტრით გადაეცემა საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს“.
2. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები