დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 757 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 08/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.009.532 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.532
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №757
2006 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანების მე-12 მუხლში შევიდეს ცვლილებები და დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
1. სამსახურის ტერიტორიული ბიუროს ადვოკატი მისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ამ დებულებით განსაზღვრული ფიზიკური პირების მიმართ ახორციელებს შემდეგი ხასიათის მომსახურებას:
ა) იურიდიულ კონსულტაციას უწევს ბიუროს ტერიტორიის ფარგლებში რეგისტრირებულ პირებს;
ბ) იცავს ეჭვმიტანილს და ბრალდებულს სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სტადიაზე;
გ) იცავს პირთა ინტერესებს შესაბამის პირველი ინსტანციის სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2. სამსახურის ტერიტორიული ბიუროს ადვოკატი უფლებამოსილია დაიცვას საქართველოდან ექსტრადაციას დაქვემდებარებული პირის ინტერესები ექსტრადაციის საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების მიუხედავად.“
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები