დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430120000.22.022.018785 |
|
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 12 დეკემბრის №193/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430120000.22.022.017445) და ბრძანების:
1. პირველი მუხლით განსაზღვრული „თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის“ (დანართი №1): ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ – ცენტრი) მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე;“; ბ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბენეფიციართა შესახებ ცენტრს აწვდის შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს: ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს; ბ) სახელსა და გვარს; გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი); დ) სქესს; ე) მოქალაქეობას; ვ) სტატუსს; ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში; თ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის თანხმობის განაცხადს, ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ; ი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; კ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; ლ) ფოტოსურათს, ზომით ¾-ზე. 2. ცენტრი ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სკოლას.“; გ) მე-5 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სიის შესაბამისი წლის 1 სექტემბრამდე წარდგენის შემთხვევაში, პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 31 დეკემბრამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა.“; გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას სკოლა უგზავნის ცენტრს ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ცენტრი მიღებულ ინფორმაციას, მისი მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“; დ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სკოლის მიერ პროგრამის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში. 3. ცენტრი, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“; ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 10. დაფინანსების წესი 1. ცენტრი უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი სკოლის დაფინანსებას: ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით; ბ) კომპიუტერის, მულტიფუნქციური პრინტერის, კარტრიჯის, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით; გ) ზედნადები ხარჯების (კომუნალური გადასახადები) დაფარვის მიზნით, რომლის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო თანხის 3%-ისა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.“; ვ) მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას წერილობით უგზავნის შესაბამის სკოლას. 3. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, პირის პროგრამიდან ამორიცხვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს ცენტრს. ცენტრი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“; ზ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცენტრისთვის – პროგრამის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.“. 2. მე-2 მუხლით განსაზღვრული „თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები