დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29049 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 31/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016792 |
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №29049 2025 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12): ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა მსგავსი დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის განხორციელებისას;“; ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საბაჟო რისკების მართვის სამმართველო: მ.ა) ნარკოდანაშაულის საბაჟო რისკების მართვის განყოფილება.“; გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საბაჟო რისკების მართვის სამმართველო 1. საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საბაჟო კონტროლის, საქონლის გაფორმების ან/და გაშვების შემდგომი კონტროლის დროს გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზება, მის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული პირისაგან ან/და სხვა დაინტერესებული პირისაგან დადეკლარირებული საქონლის ან/და ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი; გ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან და სხვა საშუალებით მიღებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა; დ) რისკის იდენტიფიკაცია და ანალიზი, რისკის პროფილების შემუშავება და დამტკიცება დადგენილი წესის შესაბამისად, „იდენტიფიცირებული საბაჟო რისკების რეესტრის“ და „საბაჟო რისკის პროფილების რეესტრის“ წარმოება, რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების ინტეგრირება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში, მოქმედი რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების შეცვლა ან გაუქმება; ე) საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენა წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით; ვ) „ოქროს სიის“ მონაწილეთა და „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ მონაწილის სტატუსის მფლობელთა საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კოორდინაცია; ზ) საინფორმაციო ბაზების, საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; თ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საქონლის/პროცედურის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება; ი) საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით ან, კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ექსპორტ-იმპორტის ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 2. ნარკოდანაშაულის საბაჟო რისკების მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და პროცედურების შესრულება; დ) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების კომპეტენციის ფარგლებში პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული, საბაჟო სფეროში ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენისათვის საჭირო საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზება, მის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავების, მათი განხორციელების მონიტორინგისა და ანალიზის ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული პირისაგან ან/და სხვა დაინტერესებული პირისაგან საბაჟო კონტროლს/ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონლის ან/და ვალდებული პირის შესახებ ან/და სხვა საჭირო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან და სხვა საშუალებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ი) კომპეტენციის ფარგლებში, რისკის პროფილების ინიცირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა, შემდგომში მათი სისტემაში იმპლემენტირების მიზნით; კ) საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით; ლ) დეპარტამენტის უფროსის/უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები