„2020-2025 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„2020-2025 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016941
1-1/500
31/12/2025
ვებგვერდი, 08/01/2026
300320000.22.024.016941
„2020-2025 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/500

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„2020-2025 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2020-2025 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2019, 300320000.22.024.016615) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 23 დეკემბრის №1-1/600 ბრძანების სათაური (სახელწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020-2026 წლების ბუნებრივი გაზის ბალანსების დამტკიცების შესახებ”.

2. მუხლი 15-ის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 16:

„მუხლი 16. დამტკიცდეს თანდართული „2026 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.".

3. დაემატოს დანართი - „2026 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“ ამ ბრძანებაზე თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი