ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016706
1
08/01/2026
ვებგვერდი, 08/01/2026
010250050.35.162.016706
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №1

2026 წლის 8 იანვარი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის დაწესდეს ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდია.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის გაცემის წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის გაცემის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ახმეტის მუნიციპალიტეტში (შემდგომ  „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისთვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი (შემდგომ – „წესი“) განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტებზე მუნიციპალური სტიპენდიის (შემდგომ  „სტიპენდია“) გაცემის პირობებს და პროცედურებს.

2. წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტების წახალისება  სტიპენდიის გაცემის გზით.

3. ამ წესით დადგენილი სტიპენდიის გაცემა ხორციელდება მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით:

ა.ა) სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ბ) სსიპ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

ა.გ) სსიპ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.დ) სსიპ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

ა.ე) სსიპ  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ვ) სსიპ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ზ) სსიპ  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.თ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ი) სსიპ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

ა.კ) სსიპ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ლ) სსიპ  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

ა.მ) სსიპ  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ა.ნ) სსიპ  ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;

ა.ო) სსიპ  საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბ) წარჩინებული Ⴑტუდენტი  პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად და, ამასთანავე, აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ პირობებს;

გ) სტიპენდია  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გადაცემული ფულადი თანხა.

 

მუხლი 3. სტიპენდიის გაცემის პირობები

სტიპენდია გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია და მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტში;

გ) არის ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისის სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა);

დ) განცხადების წარდგენის მომენტისთვის აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი (გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და სხვა საფუძვლით არა აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი);

ე) შესაბამისი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში საბოლოო შეფასება აქვს (A) ფრიადი  91-100 ქულა.

 

მუხლი 4. სტიპენდიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა, შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ) პირადი საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ (მოთხოვნის შემთხვევაში).

 

მუხლი 5. სტიპენდიის ოდენობა

1. სტიპენდიის ოდენობა თითოეული წარჩინებული სტუდენტისათვის სემესტრში შეადგენს 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების შესაბამისად.

 

მუხლი 6. გადაწყვეტილების მომზადება, მიღება და აღსრულება

1. სტიპენდიის გაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სკოლამდელი განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №54 დადგენილებით დამტკიცებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“, ასევე ამ წესის შესაბამისად და მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს დასკვნას/მოხსენებით ბარათს.

2. სტიპენდიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს  ბრძანებას.

3. წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. სტიპენდიის თანხის გადარიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით.

 

მუხლი 7. გარდამავალი დებულება

წარჩინებული სტუდენტებისთვის ამ წესით განსაზღვრული სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საბოლოო შეფასების შედეგების შესაბამისად.