დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 06/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.009.525 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.525
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №303
2006 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 5 სექტემბრის №238 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციისა და დაფარვის შესახებ დებულებაში (სსმ III, 6.09.2006, №121, მუხლი 1628) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საქართველოს ეროვნული ბანკი სადეპოზიტო სერტიფიკატებს ყიდის მხოლოდ რეზიდენტ სათავო კომერციულ ბანკებზე და არარეზიდენტი კომერციული ბანკების ფილიალებზე (შემდგომში – კომერციული ბანკი).“.
2. 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისიის მაქსიმალურ მოცულობას, ვადიანობას და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს, რომლის ზემოთაც არ შეიძლება სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვა. ამასთან, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიას უფლება აქვს დაადგინოს თითოეული ემისიისათვის ერთი მონაწილის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების შესყიდვის მაქსიმალური ოდენობა.“.
3. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი.
4. მე-3 მუხლის მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აუქციონი ეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ადმინისტრაციულ შენობაში, ეროვნული ბანკის შეტყობინების (დანართი №1) საფუძველზე.“.
5. მე-3 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს 3 სამუშაო დღით ადრე წარუდგენს შეტყობინებას აუქციონის ჩატარების თაობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია დაინიშნოს რიგგარეშე აუქციონი, რომლის შესახებაც ბანკებს ეცნობებათ ერთი სამუშაო დღით ადრე.“.
6. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კომიტეტი განაცხადების მიღებას იწყებს აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და წყვეტს აუქციონის დაწყების მომენტში.“.
7. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომერციულ ბანკს უფლება აქვს აუქციონის დაწყებამდე გამოგზავნილი ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა.“.
8. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონის დასრულებისას კომერციული ბანკი თავის სამუშაო ადგილიდან იღებს დოკუმენტაციას (ამონაწერს) აუქციონში მათი მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2).“.
9. №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1
საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვის მიზნით აუქციონების ჩატარების შესახებ
ქ. თბილისი ___ _____200_ წელი
200 წლის _________________________ შედგება სადეპოზიტო სერტიფიკატების N— აუქციონი.
(რიცხვი, თვე, აუქციონის დაწყების დრო)
აუქციონზე გამოტანილ იქნება _______________________ ლარის ნომინალური ღირებულების
(თანხა სიტყვებით)
______________________ სადეპოზიტო სერტიფიკატი.
სადეპოზიტო სერტიფიკატის დაფარვა განხორციელდება 200 წლის „___”________________.
კომერციულმა ბანკებმა ელექტრონული განაცხადი უნდა წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს 200 წლის _____________ (თვე, რიცხვი, საათი).
აუქციონის შედეგები სადეპოზიტო სერტიფიკატის მყიდველ ბანკებს ეცნობებათ იმავე დღეს და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
აუქციონში მონაწილეობის მსურველები გაცნობილ უნდა იქნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვების, გაყიდვის, მიმოქცევის, რეგისტრაციის და დაფარვის შესახებ დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას.
საკრედიტო კომიტეტი“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები