დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №525 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 889 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 31/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.518 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.518
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №889
2006 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №525 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის №525 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., 5 ივნისი, №75) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაურში სიტყვები ,,ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“ და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდება“;
გ) ბრძანებით დამტკიცებულ წესდებას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დროებითი წესდება“;
დ) წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია (შემდგომში – ობსერვატორია) არის ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ობსერვატორია თავის საქმიანობას წარმართავს საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები