დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 650 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025544 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №407 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017620) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტის „საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“ დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების“: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტი „საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „ტექნიკური რეგლამენტი „საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმები“ (შემდგომში – რეგლამენტი) შემუშავებულია ევროპის შეთანხმების (ჟენევა, 1970 წლის 1 ივლისი) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებათა ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ (შემდგომში − AETR) დებულებების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-3 პუნქტის შესაბამისად.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პროცესში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება;“; გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანითა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანით დასაქმებულ მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობების რეგლამენტაცია ევროპის შეთანხმების „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ დებულებების მოთხოვნათა შესაბამისად და ამ რეგლამენტაციის დებულებების დაცვის უზრუნველყოფა.“; დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გამოყენების სფერო ამ რეგლამენტის დებულებები გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოს ან AETR-ის ხელშემკვრელი ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.“; ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ავტოსატრანსპორტო საწარმო (გადამზიდველი, კომპანია) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მონაწილეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანაში ან ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში, იქნება ეს დაქირავებით თუ ანაზღაურებით, თუ საკუთარი ხარჯით;“; ვ) მე-10 მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადამზიდველები, ტვირთის გამგზავნები, ექსპედიტორები, ტურისტული ოპერატორები, გენერალური მოიჯარეები, ქვემოიჯარეები და მძღოლების დამსაქმებელი სააგენტოები უზრუნველყოფენ, რათა საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის შეთანხმებული სახელშეკრულებო გრაფიკების შედგენისას დაცულ იქნეს ამ რეგლამენტის დებულებები.“; ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისა და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას დაიცვას AETR-ის შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული მძღოლთა შრომისა და დასვენების პირობები.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება 2027 წლის 1 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები