„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2027
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025545
651
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
300160070.10.003.025545
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №651

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017599) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“:

1. 81 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 82 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია:

ზ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;

ზ.ბ) სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ გადამზიდველზე, რომელზეც 2026 წლის 1 ივნისამდე არ იყო გაცემული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ხოლო ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტაბილურ და მუდმივმოქმედ ოფისად ითვლება უძრავი ქონება, რომელსაც გადამზიდველი ფლობს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც, ნებართვის სახეობის გათვალისწინებით, ჩართულია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;

ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა ავტობუსის/ მინივენის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;

დ)  გადამზიდველისა და მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

ე) გადამზიდველის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული საქმიანობის სფეროში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.“;

ბ)  მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მხოლოდ საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე, 2026 წლის 1 ივნისამდე, ვრცელდება ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“, „ე“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში;

ბ) „გ“, „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში.

5. საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 8​1-82 მუხლები (გარდა 82 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გავრცელდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

 „51. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის:

ა) „ზ.ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 დეკემბრიდან;

ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდეს თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას − 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

52. ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე