„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ნოემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.025531
637
30/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
240110000.10.003.025531
„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ნოემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ნოემბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ნოემბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/11/2025, 240110000.10.003.025397) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

მუხლი 17. შესაბამისობის კონტროლი

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:

ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პლასტმასისაგან დამზადებული ნაკეთობების (საგნების) წარმოებისას და სარეალიზაციო ობიექტებზე, გარდა სურსათის ბიზნესოპერატორებისა;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური):

გ.ა) სეს ესნ-ის 3917 სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპებისა და სასმელის მოსარევების იმპორტის პრევენციისა და გამოვლენის მიზნით;

გ.ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში შემავალი, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების იმპორტის პრევენციისა და გამოვლენის მიზნით.

2. ექსპორტის მიზნით პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნების) რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

3. სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების იმპორტში დეკლარირებისას დეკლარანტი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადებას (დანართი №6).

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი საქონელი წარმოადგენს გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებულ სასურსათო კონტეინერებს/ჭიქებს ან/და მათ თავსახურებს, ასეთი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ხარჯით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით.“.       

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე