დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის, დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.009.498 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.498
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №277/ნ
2006 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №142/ნ ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №66 მუხ. 696) დამტკიცებულ ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამი-სად, პროგრამის მომსახურების ხარჯი შეადგენს 2761.9 ათას ლარს.
ათასი ლარი
| 1 | მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განსაზღვრული მეთოდოლოგიის ფარგლებში, განმეორებითი ვიზიტები და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები დაქირავებული სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება |
1981.5 |
| 2 | მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველი ოჯახების განაცხადებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის ტექნიკური დამუშავება და სიღატაკის ფორმულის გამოყენებით მონაცემთა ბაზაში რანჟირება მონაცემთა ბაზის ფორმირების ფარგლებში დაქირავებული ოპერატორებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურება |
320.0
|
| 3 | კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გადასახადი | 460.4 |
~
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები