“მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების, უკანონო მოქმდების გასაჩივრების და მათI საჩივრების განხოლვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრ8ის 2006 წლის 26 ივნისის №620 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 746
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 25/10/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 100.020.030.22.027.009.497
  • Word
746
25/10/2006
სსმ, 146, 25/10/2006
100.020.030.22.027.009.497
“მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების, უკანონო მოქმდების გასაჩივრების და მათI საჩივრების განხოლვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრ8ის 2006 წლის 26 ივნისის №620 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.030.22.027.009.497

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №746

2006 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №620 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი საჩივრების განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის №620 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №87, მუხ. 1154) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სახალხო დამცველის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულთა კორესპონდენცია.

ადმინისტრაცია ვალდებულია არა უგვიანეს სამი დღის ვადისა გადააგზავნოს იგი დანიშნულებისამებრ. ეს განცხადებები და საჩივრები არ ექვემდებარება შემოწმებას და დადგენილი წესით ეგზავნება ადრესატს.“.

2. ამავე ინსტრუქციის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. მსჯავრდებულთა და პატიმართა განცხადებებსა და საჩივრებს, სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნის თაობაზე, დაწესებულების ადმინისტრაცია თან ურთავს განმცხადებელთა (მსჯავრდებულთა) დახასიათებებს.“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე