დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.025510 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის („დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 2026 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს შენობა-ნაგებობის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტთან ან/და სტანდარტებთან სრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად;“. 2. №21 დანართით („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) განსაზღვრული ცხრილის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. №22 დანართით („სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის სანებართვო პირობები“) განსაზღვრული ცხრილის 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები