დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის თობაზე" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძაანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1242 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 24/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.034.009.492 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.009.492
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №1242
2006 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 ივლისის №836 ბრძანებაში (სსმ III, 10.07.2006 წ., №91 მუხ. 1222) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“.
2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 51 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 82 მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე.”.
3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (გარდა საქვეუწყებო დაწესებულებისა) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები