„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 450010000.10.003.025519
625
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
450010000.10.003.025519
„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №625

2025 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2025, 450010000.10.003.025022) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის:

1. „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) სსიპ − კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;“.

2. „ჰ16“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „ჰ34“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ34) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი;“.

4. „ჰ39“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ39) სსიპ − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე