„2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 475
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016578
475
26/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250020.35.157.016578
„2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №475

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

„2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2025 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N443 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2024 წ., სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.157.016547).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური
პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო

წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები, 0-7 წლამდე ასაკის, განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვისა და ცენტრალურ (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს) პროგრამაში ჩართვამდე მათი კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობის, განვითარების შეფერხების პრევენციის, მიტოვების პრევენციის მომსახურების მიწოდების ასევე ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში მათი მშობლების განათლება-გაძლიერების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს, აგრეთვე პროგრამის განხორციელებისას მუნიციპალიტეტსა და ბენეფიციარს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პროგრამის ამოცანაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენა, განვითარების ეტაპების დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პროგრამაში ჩართვა, ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის პოტენციური ბენეფიციარებისათვის, პროგრამაში ჩართვამდე, ან/და ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ბავშვის ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის სერვისის მოწოდების შეფერხებისას მომსახურების დაუყოვნებლივ მიწოდება, თუ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა გადააჭარბებს დაშვებულ ზღვარს, უზრუნველყოფილ იქნას ბენეფიციართა მომსახურება დაუყოვნებლივ.

პროგრამის დანერგვისა და განვითარების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ადრეული ასაკი (0-7 წელი) უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკური, გონებრივი, სოციალური, და ემოციური განვითარებისათვის. მეცნიერული კვლევები გვიდასტურებს, რომ სწორი და დროული ჩარევის შემთხვევაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების 30%-ში დიაგნოზი იხსნება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა დანერგილია, თუმცაღა გამოწვევად რჩება საბავშვო ბაღებს მიღმა დარჩენილი ბავშვების განვითარების დარღვევების იდენტიფიცირება არსებობის შემთხვევაში.

მუხლი 2. პროგრამით მომსახურების კრიტერიუმები

1. მომსახურებაში შეიძლება ჩაერთოს 0-დან 7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რომლის განვითარებაშიც ვლინდება სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი, აკადემიური სფეროების დაყოვნება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთი ნიშანი:

ა) აგრესიული ქცევა

ბ) თვითდამაზიანებელი ქცევა

გ) უჭირთ ურთიერთობების დამყარება სხვა ბავშვებთან

დ) ნაკლებ ინტერესს იჩენენ თამაშის მიმართ

ე) უჭირთ დასწავლა

ვ) აქვთ მეტყველების პრობლემები

ზ) ხშირად არიან უჩვეულოდ მოწყენილები

თ) უჭირთ წესების გაგება და დამორჩილება

ი) ესაჭიროებათ კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, განვითარების დაყოვნების და დაყოვნების რისკების დროული იდენტიფიცირება და პრევენცია.

2. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბავშვი, რომელიც უკვე ჩართულია ცენტრალური ადრეული განვითარების პროგრამაში.

3. მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, პროგრამაში ჩარიცხვისას უპირატესობით ისარგებლებს ის ბავშვი, რომელსაც სკრინინგ-ინსტრუმენტით გამოუვლინდა ორ ან მეტ სფეროში დაყოვნება.

მუხლი 3. პროგრამით განხორციელებული აქტივობები
პროგრამით განხორციელებული აქტივობებია:

1. ბაღში დასაქმებული საგანმანათლებლო პერსონალის  და მედ. პერსონალის მომზადება სკრინინგ-ინსტრუმენტის გამოყენებისა და მისი მნიშვნელობის, მშობლებთან კომუნიკაციის შესახებ.

2. პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრები, სკრინინგისა და გადამისამართების მექანიზმის გამართვის მიზნით.

3. სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელის იდენტიფიცირება საბავშვო ბაღის მიერ (რომლებსაც სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესში ჩართულობისათვის აქვთ მხარდაჭერის საჭიროება) და ადრეული განვითარების მომსახურებაში ჩართვა.

4. საინფორმაციო საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან.

5. ინდივიდუალური კონსულტაციები მშობლებთან.

6. ადრეული განვითარების პროგრამის გუნდის რეგულარული კოორდინაცია და კომუნიკაცია მშობლებთან, ბაღის აღმზრდელებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.

7. მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, სკრინინგის ეტაპზე გამოვლენილი ბავშვის სიღრმისეული შეფასება (ბავშვზე დაკვირვება, სიღრმისეული შეფასება) და დასკვნა-რეკომენდაციის შემუშავება; განვითარების ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში“გიგ“) შემუშავება ან/და გადამისამართება შესაბამის სახელმწიფო სერვისში.

8. განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რაც მოიცავს:

ა) სპეციალისტების მიერ გიგ-ის განხორციელება-კოორდინაციას;

ბ) ბაღში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციას;

გ) მშობლის კონსულტაცია/ჩართულობის ხელშეწყობას;

დ) ბავშვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს (იგულისხმება სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა);

9. გადაფასება/ხელახალი გეგმის შედგენა ან პროგრამიდან გასვლა (ბაღიდან სკოლაში ან სხვა პროგრამაში ტრანზიციის გეგმის შემუშავება ბაღის გუნდთან ერთად).

10.ინტერვენციის განმახორციელებელი სპეციალისტისა და ბენეფიციარის ტრანსპორტირებით მომსახურება მისამართზე.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ეტაპები, ვადები და პროცედურები

1. პროგრამით განხორციელების ეტაპები და ვადები:
ა) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დროულად იდენტიფიცირების მიზნით სკრინინგი ჩატარდება მთელი წლის განმავლობაში, ბავშვის შეფასება გადაფასების პრინციპებით.

ბ) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, 1 ინტერვენციონისტი უზრუნველყოფს არაუმეტეს 10 ბავშვის ინდივიდუალურ მომსახურებას, პროცესი განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
გ) პროგრამის ეფექტიანად დანერგვის მიზნით, წლის განმავლობაში რეგულარულად განხორციელდება მომზადებული კადრების (სპეციალისტების) კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების ამაღლება და ახალი სპეციალისტების მოძიება, გადამზადება.

2. პროგრამის პროცედურები:
ა) ბავშვებში განვითარების ეტაპების დარღვევის დროულად იდენტიფიცირების მიზნით ბაღებში, ტარდება თითოეული ბავშვის შეფასება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით. მომსახურება თანამშრომლობს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ბავშვების გადმომისამართების მიზნით.

ბ) პროგრამაში ჩართვის სჭიროების მქონე ბავშვების გადამისამართება ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ხორციელდება ბაღის საგანმანათლებლო პერსონალის ან შესაბამისი სამედიცინო სპეციალისტის მიერ, მშობლის კანონიერი წარმომადგენელის ნებართვით.

მუხლი 5. პროგრამის მიწოდება და შესრულების მონიტორინგი

1. პროგრამის განმახორციელებელია ა.(ა).ი.პ. „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა - განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ და მასთან არსებული მულტიდისციპლინარული ჯგუფი ინტერვენციონისტის, ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლის და სხვა (საჭიროების გათვალისწინებით) სპეციალისტების შემადგენლობით. ჯგუფის წევრთა კომპეტენციები და კვალიფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

2. პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, წინასწარ შემუშავებული მონიტორინგის ფორმების მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგი მიმართულებით, შესაბამისი ინდიკატორების მიხედვით:

ა) მომსახურების დანერგვა (მუნიციპალიტეტში ადრეული ინტერვენციის მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში (მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის დოკუმენტი)

ბ) მომსახურების ხელმისაწვდომობა:

.ა) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელმაც გაიარა საბავშვო ბაღში სკრინინგი, შესაბამისი ინსტრუმენტით (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი);

ბ. ბ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელსაც სკრინინგის შედეგად გამოუვლინდა პროგრამაში ჩართვის საჭიროება (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი)

ბ.გ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომლებიც ჩაერთნენ ცენტრალურ პროგრამაში (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი);

ბ.დ) მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელებმაც მიიღეს მომსახურება ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდე (მოსარგებლეთა კოდირებული რეესტრი);

ბ.ე) მოსარგებლეთა დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი.

გ) მოსარგებლეთა კმაყოფილება

გ. ა) მშობლების რაოდენობა, რომლებიც გამოხატავენ ზოგად კმაყოფილებას პროგრამაში ჩართვის გამო (მოსარგებლეთა გამოკითხვა; შიდა უკუკავშირის დოკუმენტის ანალიზი)

გ. ბ) მონიტორინგის შედეგების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად მოხდება საჭიროების იდენტიფიცირება და გათვალისწინება მომდევნო წლებში განსახორციელებელ მუნიციპალურ პროგრამებში.

მუხლი 6. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის შედეგად მუნიციპალიტეტში ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისათვის ადრეული ინტერვენციის სერვისი, პარალელურად, დანერგვას განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ადრეული განვითარების ქვეპროგრამა.

შესაძლებელი გახდება 0-7 წლამდე ბავშვთა განვითარების დაყოვნებისა და დაყოვნების რისკების დროული იდენტიფიცირება და მომსახურებაში ჩართვა, ადრეული ინტერვენცია ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვამდეც.