„სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენის და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენის და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 420000000.54.066.016397
316
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
420000000.54.066.016397
„სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენის და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №316

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენის და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის 91 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენის და ამ არეში დაბრკოლებების კონტროლის წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის №111 ბრძანება.
მუხლი 3
სერტიფიცირებულმა სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტ(ებ)მა, აეროდრომზე მოქმედ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად, 2026 წლის 31 აგვისტომდე უზრუნველყონ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესით“  დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება, განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა, შესაბამისი ანგარიშის და აეროდრომის დაცვის არის ნახაზების წარმოდგენა სააგენტოში  დასამტკიცებლად.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი



სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში ობიექტის დასაშვები სიმაღლის კონტროლის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. წესის მიზანია აეროდრომის დაცვის არის დადგენა და აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის კონტროლის მოთხოვნების განსაზღვრა.

2. წესი ვრცელდება სერტიფიცირებული აეროდრომის ექსპლუატანტზე და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

აეროდრომის დაცვის არე – აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე, არსებული, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი;

დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომელიც  განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანზე), კვეთს აეროდრომის დაცვის არის (აეროდრომის რაიონის) ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;

) ნიშანდება – საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის შემჩნევადობის ასამაღლებლად გამოყენებული საშუალება, რომელიც მოიცავს ობიექტის შეღებვას, მომნიშვნელს, ალმებით მონიშნვნას, შუქ გადაღობვას ან მათ კომბინაციას;

შემაღლება – ობიექტის ან წერტილის შემაღლება ზღვის საშუალო ზონიდან;

სიმაღლე – ობიექტის ან წერტილის შემაღლება მიწის დონიდან;

ვ) შენობა-ნაგებობა – საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული შენობა ან/და ნაგებობა.


მუხლი 3. აეროდრომის დაცვის არის დადგენა
1. სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს ადგენს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი, ამ წესის დანართის შესაბამისად, სააგენტოში წარადგენს აეროდრომის დაცვის არის ნახაზს რუკის სახით და ანგარიშს, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის დაცვის არის თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები (შემაღლებების მითითებით) და პარამეტრები, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხდება დაცვის არის შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების პარამეტრების მოდიფიცირება, სააგენტოში დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დაცვის არის პარამეტრები და მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესით“.

4. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება აეროდრომის დაცვის არის შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების პარამეტრების მოდიფიცირება, სააერნაოსნო კვლევის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში ერთვებიან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 30 სექტემბრის №232 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესი“-თ გათვალისწინებული მხარეები.


მუხლი 4. აეროდრომის დაცვის არეში დაბრკოლებების კონტროლი 
1. აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის დაცვის არის ფარგლებში, დაბრკოლებების მართვის მიზნით, ნიშნავს შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს.

2. სააგენტო, აეროდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობ(ებ)ის შეთანხმებული დასაშვები სიმაღლის  შესახებ ინფორმაციას აწვდის აეროდრომის ექსპლუატანტს.

3. აეროდრომის ექსპლუატანტი, დაბრკოლებების კონტროლის, ასევე აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის დაცვის არეში, ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას ახორციელებს:

ა)  ყოველდღიურად – გარდამავალი ზედაპირის და მისი ფარგლებით შემოსაზღვრულ სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის ზედაპირების ვიზუალურ შემოწმებას;

ბ) სულ მცირე, კვარტალში ერთხელ – სააგენტოს მიერ შეთანხმებული მშენებლობების და/ან უნებართვო მშენებლობების კონტროლს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას ან/და რეგულარულობას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს, მფლობელს და სააგენტოს. ასევე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

5. პერიოდული შემოწმების დროს არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ობიექტის მფლობელს (იდენტიფიცირების შემთხვევაში), მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს და, საჭიროებისამებრ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

შენიშვნა: დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და გამოქვეყნების მოთხოვნები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესით“ და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის“ შესაბამისად.


მუხლი 5. ჩანაწერების მართვა
აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) პერიოდულ შემოწმებასთან დაკავშირებული შესაბამისი ჩანაწერების შენახვას, არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.