დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №551 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახნის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 24/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.000.18.011.009.489 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.18.011.009.489
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №286
2006 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ (სსმ III, 2004 წელი, №30, მუხლი 255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
საბანკო დაწესებულების საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკსა ან მის ფილიალში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში.“.
2. მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საბანკო დაწესებულების საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) ეროვნულ ბანკსა ან მის ფილიალში საკასო მომსახურებისათვის ეხსნება ერთი ანგარიში. ანგარიშის გასახსნელად საბანკო დაწესებულება წარადგენს ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერისა და ბეჭდის ნიმუშის ბარათს ამ ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) თანამდებობის პირთა ხელმოწერებით.
4. საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნის შესახებ დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ საკითხს, რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები