დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016476 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" 78-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს:
ა) შემოსულობები – 25 540.0 ათ.ლარით; ბ) გადასახდელები – 27 540.0 ათ.ლარით; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი – 248,2 ათ.ლარით. მათ შორის: გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი – 248.2 ათ.ლარი. დ) სარეზერვო ფონდი – 300,0 ათ.ლარით. ე) ფინანსური აქტივების კლება – 2 000,0 ათ. ლარით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №26 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მესტიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 25 540,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 23 488,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 248,2 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 803.8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 23 283.8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 215,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 10. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1959.7 ათასი ლარით.
მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2 000.0 ათასი ლარით. მუხლი 12. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 40.3 ათასი ლარით.
მათ შორის: ვალდებულებები: 1. მესტიის მუნიციპალიტეტისთვის 3 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანის და 140 ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტსა და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ შორის 31.12.2018 წ. ხელმოწერილი ქონების გადაცემის ხელშეკრულების სასესხო დამატების მიხედვით მესტიის მუნიციპალიტეტის ვალდებულება. 2026 წელს ამ პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დასაფარი ძირითადი თანხა შეადგენს 40,3 ათას ლარს, პროცენტი – 4,0 ათასი ლარი. მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი გადასახდელების უზრუნველყოფის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 300,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 27 540.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებია:
„პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8ივლისის №385 ბრძანების შესაბამისად 2025-2028 წლებში ბიუჯეტის განსაზღვრულ პრიორიტეტებზე და ბიუჯეტიდან დაფინანსებული ძირითად პროგრამებზე ასიგნებების ზღვრული მოცულობები განისაზღვროს შემდეგი ოდენობებით:
მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელსშეუწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის და სხვა დარგების განვითარებას. Პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია,წყლის სისტემების,გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა,ასევე,არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა
პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: მესტიის მუნიციაპლიტეტში გზებისდა ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 01 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური, პროგრამის აღწერა-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაგულისხმობს, მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) მშენებლობა-რეაბილიტაციას, კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი, ადგილობრივი ბიუჯეტის წილი დაახლოებით 22-25%-ს შეადგენს, რომელიც მოიცავს თანადაფინასებას, გზების რეაბილიტაციას, მიმდინარე შეკეთებას და მოვლა პატრონობას. სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა ხორციელდება საჭიროებებიდან გამომდინარე მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესაბამისად. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გ) ხიდების რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა. დ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა და შენახვა პროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის მიზანს წარმოაგენს: ბ) მოდერნიზებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, გ) გადაადგილების უსაფრთხოების გაზრდა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: 1.SDG 3. ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის 2. SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება პროგრამის საბოლოო შედეგი: უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობა პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 02 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური, აიპ მესტიის გარე განათება პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გარე–განათების ქსელის გაფართოება.არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია. პროგრამით უზრუნველყოფილია წყლის სისტემის და საკანალისაციო სისტემის რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანი: მოსახლეობისთვის მოწესრიგებული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის შექმნა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: 1.SDG 3. ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის 2.SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი პროგრამის საბოლოო შედეგი: მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა პროგრამის დასახელება: კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 02 02 ქვეპროგრამის დასახელება, ორგანიზაციული კოდი – გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 02 02 01 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური – აიპ გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის აღწერა-გარე განათების მოწყობა აუცილებელ და ერთერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. რადგან პირველ რიგში ვართ ტურისტული ზონა და აუცილებელია ისტორიული ძეგლების(კოშკების) განათება. ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადადგილებისათვის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე დამსვენებელთათვის. ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების მოწყობა და ამით მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამის დასახელება: კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 02 02 ქვეპროგრამის დასახელება, ორგანიზაციული კოდი – გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 02 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური – აიპ გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახალი სისტემების მშენებლობა. აღნიშნული პროგრამა ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. ქვეპროგრამის მიზანი: წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია. პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 03 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური, პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ქვეპროგრამები; • საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია • სპორტულ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია. • სკვერები, პარკები და სხვა დასასვენებელი ადილების მოწყობა პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სწავლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პროგრამის მიზანი: პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის უმნიშვნელოვანესი რესურსის-ადამიანური კაპიტალის და მისი განვითარების ყველა საფეხურზე სათანადო პირობების შექმნა. პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 04 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა: ხშირი ბუნებრივი სტიქიური პროცესების და მათი შედეგების თავიდან აცილების მიზნით სისტემატურად მიმდინარეობს საპრევენციო ღონისძიებები, მათ შორის ნაპირდამცავი გაბიონებისა და ჯებირების მშენებლობა, გზის საყრდენი კედლების მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანი: სტიქიის შედეგებისგან მოსახლეობის დაცვა,ღელეებისა და ხევების განტვირთვა-გაწმენდა ღვარცოფებისა და მეწყერის შედეგად ჩამოტანილი ნაშალისაგან. სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 05 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა: სოფლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსახლეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად შერჩეული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა პროგრამის მიზანი: მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად პროექტების განხორციელება. პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განხორციელებული პროექტების თანადაფინანსება პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 06 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში ადგილობრივი ბიუჯეტის წილი დაახლოებით 5-10%-ს შეადგენს, რომელიც მოიცავს თანადაფინასებას, სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა ხორციელდება საჭიროებებიდან გამომდინარე მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შესაბამისად. პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. პროგრამის საბოლოო შედეგი: მოწესრიგებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა პრიორიტეტის დასახელება: მდგრადი ეკონომიკური დივერსიფიკაცია საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით 02 00 პროგრამის დასახელება: საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 02 07 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური -- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა: ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და მისი შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგეს სწორი დაგეგმვა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. სამუშაოთა წარმოების პროცესში კი მნიშვნელოვანია სამუშაოთა წარმოების მიმდინარეობაზე სრული დაკვირვება და კონტროლი. პროგრამის მიზანი: ინფრასტრუქტურის განვითარების სწორი დაგეგმვა. შეცდომებისა და ხარვეზების თავიდან აცილება. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 9. მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. გარემოს დაცვა და შენარჩუნება პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა.დასუფთავებისა და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა მესტიის და მის შემადგენლობაში შემავალი სოფლების სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
პრიორიტეტის დასახელება: გარემოს დაცვა და შენარჩუნება 03 00 პროგრამის დასახელება: აიპ „მესტიის დასუფთავება და კეთილმოწყობის სამსახური“ პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 03 01 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – აიპ „მესტიის დასუფთავება და კეთილმოწყობის სამსახური“ პროგრამის აღწერა: მესტიის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის მომსახურეობის უზრუნველყოფა: კონტეინერების განთავსება საჭირო ადგილებში მუნიციპალიტეტის მაშტაბით, მათი ნაგვისგან დაცლა გრაფიკისა და საჭიროების მიხედვით, დაბა მესტიაში ქუჩების დაგვა/დასუფთავება, ცენტრალური გზის პირებზე (უშგული-მესტია და მესტია ჯვარის ცენტრალური გზა ჩანჩქერამდე) ნარჩენების შეგროვება და გატანა. ზაფხულში დაბა მესტიის შიდა გზებზე ქუჩების რეცხვა. ზამთრის პერიოდში ამავე შიდა გზების თოვლისგან გაწმენდა. დასუფთავების აქციების ჩატარება და მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა დასუფთავებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით პროგრამის მიზანი: მესტიის მუნიციპალიტეტის სრულად მოცვა დასუფთავების სერვისით, მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. განათლების განვითარების ხელშეწყობა მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა,მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება,ინვენტარით უზრუნველყოფა,რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რადგან უზრუნველყოფილი იყოს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიანი მომზადება სასკოლო განათლების მისაღებად.
პრიორიტეტის დასახელება: განათლების განვითარების ხელშეწყობა 04 00 პროგრამის დასახელება: სკოლამდელი განათლების დაფინანსება პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 04 01 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - ა(ა)აიპი მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება პროგრამის აღწერა: მესტიის მუნიციპალიტეტში 2026 წლისათვის 24 საბავშვო ბაღია და 1-სასკოლო მზაობის ცენტრი. დარეგისტრირებულია 407 აღსაზრდელი. ორგანიზაციის ფარგლებში ხორციელდება აღსაზრდელთა დაბალანსირებული .სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისათვის მზაობა,საბ.ბაღის აღსაზრდელების ბავშვებისათვის სტანდარტებით განსაზღრული შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მათი ჰოლიტური განვითარება. პროგრამის მიზანი: გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი, სტანდარტების შესაბამისი კვალიფიცირებული (სერთიფიცირებული) აღმზრდელები,შედეგად შექმნილი იქნება ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემო.ავტორიზაციის სტანდარტის მიღწევა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 4. ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის. კულტურის, სპორტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების ერთერთი მიმართულებაა კულტურის და სპორტის დაცვა და განვითარება,აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სპორტის, ახალგაზრდობის და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმის, მეწარმეობის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც მერიის კულტურის სამსახურის, ასევე კულტურის და სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ.
პრიორიტეტის დასახელება: კულტურის, სპორტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება 05 00 პროგრამის დასახელება: სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 01 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, (ა)იპ სპორტული სკოლების გაერთიანება პროგრამის აღწერა-ადამიანისათვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებაზე, ის აძლიერებს იმუნიტეტს და ანვითარებს ტვინის უჯრედებს. სპორტს გააჩნია როგორც აღმზრდელობითი, ისე გამაჯანსაღებელი ფუნქცია. სპორტით დაკავება საუკეთესო საშუალებაა ჭარბი წონის, სიგარეტზე დამოკიდებულების თუ სხვა მანკიერი თვისების თავიდან ასარიდებლად.სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით: ჯანდაცვის სტასტისტიკური მონაცემების საფუძველზე, მოსახლეობაში პროგრესულად არის გაზრდილი არაგადამდებ დაავადებათა მაჩვენებლების სიხშირე, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში (ტანადობის დარღვევა, სქოლიოზი, კიფოზი, ჭარბწონიანობა, გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და სხვა არაგადამდები დაავადებები); აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია. მესტიის მუნიციპალიტეტის ხედვა სპორტის მიმართულებით უკავშირდება მასობრივ სპორტში ჩართვის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროფესიული სპორტული გაერთიანებების განვითარებას. პროგრამით დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: - სპორტული სკოლების გაერთიანების დაფინანსება - აქტიური ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა. პროგრამის მიზანი: სპორტის არსებული სახეობების განვითარება და პოპულარიზაცია. 2. მომავალი თაობის მასიური ჩართუობა სპორტში. 3. წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, განვითარება და ხელშეწყობა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღი ცხოვრება , SDG 4 ხარისხიანი განათლება პროგრამის დასახელება: სპორტის განვითარების ხელშეწყობა 05 01 ქვეპროგრამის დასახელება: ა(ა)იპ სპორტული სკოლების გაერთიანება ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 01 01 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,(ა)იპ სპორტული სკოლების გაერთიანება ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტისა სპორტული ცენტრი ემსახურება მუნიციპალიტეტის მაშტაბით სპორტის 13 სახეობას (სასკოლო ასაკის ფარგლებში). კერძპდ: ძიუდო, კრივი, მკლავჭიდუ, სამთო-სათხილამურო სპორტი, სნოუბორდი, სამბო, ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი, საციგაო სპორტი,კარატე. აღნიშნულ სახეობებში ჯგუფები ფუნქციონირებს ს. ხაიშიდან - ს. უშგულამდე. სპორტული ცენტრი უზრუნველყოფს აღსაზრდელთა მაქსიმალურ ჩართულობას სპორტულ პროცესებში, როგორც სავარჯიშო, ასევე საშეჯიბრო თვალსაზრისით. თვითოეულ სახეობაში ეწყობა სხვადასხვა მაშტაბის სპორტული ღონისძიებები (შეჯიბრებები). ასევე აღსაზრდელები მონაწილეობენ გასვლკით ღონისძიებებშიც, როგორც საქართველოს მაშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ს. იფარში, ს. მულახში, დ. მესტიაში, ს. ლენჯერში, ს. ლატალში, ს. ფარში, ს. ხაიშშიდა ს. ნაკრეში ფუნქციონირებს შესაბამისი ხარისხის სპორტ – კომპლექსები და სპორტული დარბაზები. ასევე სპორტული მოედნებიც. ქვეპროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კულტურის დარგების შენარჩუნება, დაცვა და განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნა. პროგრამის დასახელება: სპორტის განვითარების ხელშეწყობა 05 01 ქვეპროგრამის დასახელება: აქტიური სპორტსმენების და ახალგაზრდების ხელშეწყობა ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 01 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:აქტიური სპოტსმენების ხელშეწყობა, სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფა,საზღვრებს გარეთ ასპარეზობის შემთხვევაში მათი ფინანსური მხარდაჭერა. ქვეპროგრამის მიზანი: წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, განვითარება და ხელშეწყობა. პრიორიტეტის დასახელება: კულტურის, სპორტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება 05 00 პროგრამის დასახელება: კულტურის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 02 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,(ა)იპ სპორტული სკოლების გაერთიანება მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი",ააიპ ბიბლიოთეკების დაფინანსება,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი პროგრამის აღწერა-პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბიბლიოთეკების, კულტ-სახლების განვითარება და მდიდარი კულტურული ტრადიციების შენარჩუნება და პოპულიზაცია. ასევე ისტორიული ძეგლების აღრიცხვა,შენარჩუნება და რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კულტურის დარგების შენარჩუნება, დაცვა და განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღი ცხოვრება, SDG 4 ხარისხიანი განათლება. პროგრამის დასახელება: კულტურის განვითარების ხელშეწყობა 05 02 ქვეპროგრამის დასახელება: ბიბლიოთეკების დაფინანსება ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 02 01 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, აიპ ბიბლიოთეკების გაერთიანება ქვეპროგრამის აღწერა: ბიბლიოთეკების როლი არის ხელი შეუწყონ მომხმარებელთა ცოდნის ხელმისაწვდომობას, შეიქმნას და შეინარჩუნონ თანმიმდევრული და დალაგებული კოლექცია და ხელი შეუწყონ ახალი კულტურული ჩანაწერების შექმნას. მესტიის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 15 ბიბლიოთეკა: მესტიის მთავარი ბიბლიოთეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა და 13 სასოფლო ბიბლიოთეკა .საბიბლიოთეკო დაწესებულებაში დასაქმებულია 26 თანამშრომელი.ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ბიბლიოთეკებისთვის სკოლებთან თანამშრომლობა.სამომავლოდ განსაზღვრულია სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, შრომითი პირობების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება. ქვეპროგრამის მიზანი: მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის მიზანია მოსახლეობის განათლება, ინფორმაციის მიწოდება, წიგნიერების დანერგვა, ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების გამოყენებით.,მოზარდი თაობის ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა. პროგრამის დასახელება: კულტურის განვითარების ხელშეწყობა 05 02 ქვეპროგრამის დასახელება: ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ააიპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი ქვეპროგრამის აღწერა: ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხელოვნების და კულტურული დარგების მიწოდებას. ააიპ-ის ფუნქციონირების ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია სწავლება შემდეგ დარგებში: ხატვა რეწვა, გობელენი, თექა, აპლიკაცია და კოლაჟი, ხის მხატვრული დამუშავება, ფორტეპიანო, სოლფეჯიო, ქართული ხალხური ცეკვა, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ხალხური საკრავები, გიტარა, ვოკალი, სასცენო მეტყველება, სასცენო მოძრაობა, პანტომიმა, მსახიობის ოსტატობა, მხატვრული კითხვა. ქვეპროგრამის მიზანი: კულტურის და ხელოვნების დარგის განვითარება. ქვეპროგრამის საბოლოო შედეგი: კულტურის და ხელოვნების დარგში ჩართული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა,კულტურის დარგის განვითარება და პოპულიზაცია პროგრამის დასახელება: კულტურის განვითარების ხელშეწყობა 05 02 ქვეპროგრამის დასახელება: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობა ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 02 03 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური: განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, აიპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ავთენტური სამშენებლო მასალების წარმოების აღორძინება ადგილობრივი რესურსების და მივიწყებული ტექნოლოგიების საფუძველზე, ვინაიდან რესტავრაცია UNESCO-ს საერთაშორისო ქარტიების მოთხოვნით უნდა ხორციელდებოდეს ავთენტური მასალების გამოყენებით. აქედან გამომდინარე დაგეგმილი გვაქვს ადგილზე შეიქმნას ავთენტურ სარესტავრაციო-სამშენებლო მასალათა წარმოებები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას,მოგების კვლავ ჩაბრუნებას რესტავრაციაში და რაც მთავარია აღვადგენთ ისტორიულად დამკვიდრებულ მასალათა წარმოების ტექნოლოგიებს,რათა შემდგომში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდეს კვალიიკაციურად UNESCO-ს ქარტიათა შესაბამისად. კერძოდ: 1) კირის გამოწვა სვანური ტექნოლოგიით, რაც ჩაერთვება ასევე ტურისტულ სანახაობაში. 2) სვანეთისთვის დამახასიათებელი იყო თიხა-ფიქალის ქვის სახურავები,ამდენად უნდა შეიქმნას ფიქალის ქვის „ყავრის“ წარმოება, რომელიც იდეალური მასალაა გადახურვებში. 3)ასევე გადახურვის ავთენტურ მასალას წარმოადგენდა ხის ყავარი,რაც ქმნის ეგზოტიკურ სახეს სვანურ არქიტექტურაში,ამდენად საჭიროება მოითხოვს ხის ყავრის წარმოებას. 4)ძველი სვანური საცხოვრებლის „მაჩვიბის“ ინტერიერი წარმოადგენს ხეზე კვეთის უნიკალურ ნიმუშს,რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ აღდგენა რესტავრაციებს,ამდენად საჭიროა შევქმნათ ხის დამამუშავებელი საამქროები.. 5)ასევე მივიწყებას მიეცა ისეთი მნიშვნელოვანი ხელობა როგორიცაა მჭედლობა, სვანეთი გამორჩეულია ამ სფეროში არსებული არტეფაქტებით.. 6) სვანეთში ეკლესიები ნაშენია ძირითადად შირიმის ქვის ბლოკებით, ნაკვეთი ჩუქურთმებით, სამწუხაროდ მივიწყებულია და მოითხოვს აღორძინებას... ამოქმედებული საწარმოოები ხელს შეუწყობს როგორც სამუშაო ადგილების შექმნას ,ასევე მივიწყებული დარგების აღორძინებას, და ეკონომიური შემოსავლის შექმნასთან ერთად სასწავლო ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა პრიორიტეტის დასახელება: კულტურის, სპორტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება 05 00 პროგრამის დასახელება: ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 03 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური: განათლების,კულტურის,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: 1. „მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელთა თანადაფინანსება" მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფინანსდება ყველა პირვეკლურსელი 1500 ლარით, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგან ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში. 2. სვანეთის მასშტაბით ხორციელდება სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციები. რის შედეგადაც ვლინდება მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები. 3. პროექტი „ეტალონი“ საქართველოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული, ინოვაციური საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტია, რომელშიც ჩართულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები. 4. სასკოლო საგანმანათლებლო პროექტების თანადაფინანსება 5. კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობა“ დღესასწაულის აღნიშვნა 6. „გემოფესტი 2026“ გასტრონომიული ფესტივალი. 7. მესტიის მუნიციპალიტეტის წაარმატებულ მასწავლებელთა წამახალისებელი ღონისძიება. პროგრამის მიზანი: მომავალ თაობის განათლებაზე ზრუნვა. მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება, გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3, ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა, SDG 4 ხარისხიანი განთლება. პრიორიტეტის დასახელება: კულტურის, სპორტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება 05 00 პროგრამის დასახელება: აიპ სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლანდ პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 05 04 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - აიპ სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლანდ პროგრამის აღწერა: „შანლანდი“ უზრუნველყოფს ტურისტული სეგმენტისთვის სვანეთის კულტურული და ტრადიციული პროდუქტების მიწოდებას, რაც აძლევს მომხმარებლებს საშუალებას აირჩიოს და გაეცნოს იმ ტურისტულ ადგილებს, პროდუქტებს, მიმართულებებს რაც მათთვის იქნება საინტერესო. ორგანიზაცია ატარებს საინფორმაციო აქტივობებს, იწვევს ინფლუენსერებს და მათი მეშვეობისთ სვანეთის ღირსშესანიშნაობებს აცნობს სხვა ქვეყნებს. პროგრამის მიზანი: არსებული კულტურის და ხელოვნების დარგების შენარჩუნება, განვითარება, მოსახლეობის მაქსიმალური ჩრთულობა, ტურისტული პროდუქტის შექმნა და მომხმარებლებისათვის მიწოდება. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3. ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა, SDG 4 ხარისხიანი განთლება. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: მოსახლეობის ჯანდაცვის ხელშეწყობა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 01 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – აიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, შპს მესტიის საავადმყოფოს-ამბულატორიული გაერთიანება პროგრამის აღწერა:პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზების პრევენცია,ასევე შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს. პროგრამის მიზანი: მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ;ავადობის პრევენცია და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განვითარების რისკის შემცირება. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღიცხოვრებისადაკეთილდღეობისუზრუნველყოფაყველაასაკისადამიანისათვის პროგრამის დასახელება: მოსახლეობის ჯანდაცვის ხელშეწყობა 06 01 ქვეპროგრამის დასახელება - ააიპ მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 01 01 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - აიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ქვეპროგრამის აღწერა: ცენტრი ახორციელებს,მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის გადამდები და არაგადამდები დაავადების ეპიდზედამხედველობას ,კონტროლსა და პრევენციას; ერთიანი ლაბორატორიული სისტემის გამართული ფუნქციონერების მხარდაჭერას; ადამიანის ჯანმრთელობაზემოქმედი გარემოს საფრთხის შეფასებას; დღეის მდგომარეობით ვემსახურებით 14 სამედიცინო უბანს და რაიონულ საავადმყოფიოს,რომლებსაც ყოველთვიიურად ხდება გატანა ვაქცინების. ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება; პროგრამის დასახელება: მოსახლეობის ჯანდაცვის ხელშეწყობა 06 01 ქვეპროგრამის დასახელება: შპს მესტიის საავადმყოფოს-ამბულატორიული გაერთიანების თანადაფინანსება ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი: 06 01 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - შპს მესტიის საავადმყოფოს-ამბულატორიული გაერთიანება ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ,კომუნალური გადასახდელების დაფინანსება,სპეც აპარატის შესყიდვა. მოგეხსენებათ მესტია გეოგრაფიულად საკმაოდ შორსაა ქალაქისგან და ამავე დროს არის ტურისტული ზონა,სადაც სათხილამურო სეზონია და ხშირი არის ტრავმირებული მოქალაქეების მიღების აუცილებლობა.აქედან გამომდინარე აუცილებელია ადგილზე შეეძლოს მოსახლეობას ტრავმატოლოგის მომსახურების მიღება. მერიამ გაითვალისწინა რა საკუთარი მოქალაქეების ინტერესი გამოყო თანხები აღნიშნულის დასაფინანსებლად. ქვეპროგრამის მიზანი: მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა. ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 02 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროებს. პროგრამების ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ახალშობილების, შშმ პირების და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფას, როგორც სერვისების დაფინანსების, ასევე ფულადი დახმარების გაცემის გზით. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს: 1.1. მარჩენალდაკარგული ოჯახების (0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.3. სოციალურად დაუცველის, შშმ. ან იძულებით გადაადგილებული – დევნილის სტატუსის მქონე მარტოხელა ხანდაზმულების (საპენსიო ასაკის მქონე) სოციალური დაცვის ქვეპროგრამა. 1.4. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.5. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.7. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე სარიტუალო მომსახურებისთვის, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.8. ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.9. მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.10. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.11. ონკოლოგიური ავადმყოფების და ფსიქიკურად დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1.12. დიალიზით მოსარგებლე პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. 1. 13. ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ქვეპროგრამა. პროგრამის მიზანი: მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა, სამიზნე ჯგუფის მატერიალური და მორალური მხარდაჭერა. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის. პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 03 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური: მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური პროგრამის აღწერა: პროგრამა ეხება სტიქიით, მათ შორის ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს. დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა ხდება სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს წევრთა მიერ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, თანხის რაოდენობის განსაზღვრისას დახმარების გაცემის საბჭოსთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს:1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა. 2. სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. პროგრამის მიზანი: აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიით, მათ შორის ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარების გაწევა მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის. პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 04 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია უსახლკარო, ოჯახების სოციალური გარემოს გაუმჯობესება. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის SDG 1. სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა. პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის თანადაფინანსება პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 05 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური – აიპ ერთად რეალური ცვლილებისთვის პროგრამის აღწერა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/პირების სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსება. პროგრამის მიზანი: მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გონებრივი ან/და ფიზიკური შეფერხების ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა. მშობლების ცნობიერების ამაღლება. ასევე ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების შენარჩუნების პარალელურად, პიროვნული ჰარმონიზაციისა და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა. პროფესიულ, საგანმანათლებლო და ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხვედრითი წილის გაზრდა და ხელშეწყობა. ადრეული განვითარების პროგრამის მიზანია განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში მოხდეს დროული ინტერვენცია. შინ მოვლის სერვისი გულისხმობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზიაციის მიზნით, მისი ძირითადი მომვლელის/მზრუნელის საექთნო და პაციენტის მოვლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებაზე ზრუნვას. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 06 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური
პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ბავშვებს სოც. მუშაკთა შეფასების და საჭიროების დადგენის მიხედვით ხდება შესყიდვა და გადაცემა სასკოლო ,საკანცელარო ნივთების და ჰიგიენური საშუალებების. ხოლო სპეციალური კვების საჭიროების მქონე ბავშვების სპეც. საკვებით უზრუნველყოფა .აღნიშნული პრგრამა მოიცავს ქვეპროგრამებს:• კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის სასკოლო ასაკის მქონე ბავშვებზე მათ შორის შშმ ბავშვებზე, საკანცელარო ნივთების შესაძენად ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა. პროგრამის მიზანი: 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. 2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების სისტემის სრულყოფა. 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა. 4. მოქალაქეთა განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. 5. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის /ბავშვებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 3 ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის. SDG 1. სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა. პრიორიტეტის დასახელება: მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის უზრუნველყოფა 06 00 პროგრამის დასახელება: მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და მაჩუბების გადასახური მასალით უზრუნველყოფის პროგრამა პროგრამის ორგანიზაციული კოდი – 06 07 პროგრამის განმახორციელებელი სამსახური - ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური, ზედამხედველობის სამსახური პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხდება მესტიის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების და მაჩუბების გადასახური მასალის გადაცემა ,გაცემის წესის შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. პროგრამის მიზანი: მოსახლეობის უკუმიგრაცია, მუნიციპალიტეტის იერსახის გუმჯობესება. გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: SDG 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება სიღარიბის აღმოფხვრა. ეფექტური მმართველობა თვითმართველი მართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია,სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას,მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება .ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება შემდეგი ხარჯები: სარეზრვოფონდი,შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯები, კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები,სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება.
პროგრამის დასახელება: საერთო დანიშნულების ხარჯები 01 02 ქვეპროგრამის დასახელება - მგფ-ის და სხვა ვალდებულებების დაფარვა ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 01 02 03 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური - მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს აქვს აღებული შემდეგი ვალდებულება: 1. მესტიის მუნიციპალიტეტისთვის 3 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანის და 140 ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტსა და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ შორის 31.12.2018 წ. ხელმოწერილი ქონების გადაცემის ხელშეკრულების სასესხო დამატების მიხედვით მესტიის მუნიციპალიტეტის ვალდებულება. ქვეპროგრამის მიზანი: მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. ქვეპროგრამის საბოლოო: შემცირებულია არსებული სასესხო ვალდებულებები. პროგრამის დასახელება: საერთო დანიშნულების ხარჯები 01 02 ქვეპროგრამის დასახელება: ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა ქვეპროგრამის ორგანიზაციული კოდი – 01 02 05 ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური – ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა ქვეპროგრამის აღწერა: მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის კულტურული პროექტის მოწყობა, რომელიც გააუმჯობესებს მესტიის მკვიდრი ახალგაზრდებისა და მოსახლეობის წვდომას ხარისხიან კულტურულ აქტივობებზე და რომელშიც ჩართული იქნებიან მესტიის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ახალგაზრდები. მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ურბანული განვითარების მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტის მოწყობა, რომელშიც ჩართული იქნებიან მესტიის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ახალგაზრდები, განავითარებენ საკუთარ უნარ-ჩვევებს და შეიძენენ არსებით გამოცდილებასა და ცოდნას საკუთარი კარიერის საწყის ეტაპზე. ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მესტიის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ურბანულ მობილობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის ეფექტიან მართვას და ა.შ. მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ურბანული განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მესტიის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ურბანულ მობილობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის ეფექტიან მართვას და ა.შ.მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და მესტიაში სპორტული გარემოს წახალისებას ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა მარათონი, ველო შეჯიბრება და სხვა მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული სივრცის მოწყობის ხელშეწყობა, რომელიც შექმნის ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ, მეგობრულ და ჰარმონიულ მუნიციპალურ ღია და დახურულ სივრცეებს.მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში და ამასთანავე წარმოაჩენს სვანეთის ავთენტურ სამეწარმეო პროდუქციას / აუმჯობესებს მას (მაგ. მესტიაში ხორბლის მოყვანის პოპულარიზაცია) და შენახვა. ქვეპროგრამის მიზანი: მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ახალგაზრდებში უნარ-ჩვევების განვითარება, არსებითი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა კულტურულ აქტივობებზე წვდომის გაუმჯობესება და აუდიტორიის განვითარება მათთვის უნიკალური და ავთენტური კულტურული გამოცდილების შეთავაზებით. თანამედროვე სტანდარტის სპორტული აქტივობების შექმნა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ახალგაზრდები, ისე სხვა დაინტერესებული პირები. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის საინტერესო სახეობების პოპულარიზაცია. კომფორტული ახალგაზრდული სივრცეების შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარ ინიციატივების ხორცშესხმას, ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი თავის თვითრეალიზაციისა. ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმების შექმნა, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ წარმოებას და ამავდროულად განავითარებს სვანეთში წარმოებული პროდუქციის არეალს და გააუმჯობესებს სვანეთში წარმოებული ჯანსაღი/ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის პროდუქციის კონცეფციას. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები