დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016788 |
|
„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ დამტკიცების შესახებ
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 29-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და მე-14 მუხლების, აგრეთვე „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები“. 2. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების“ მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწერული მომსახურების ტარიფები
|
მუხლი 1.
მიზანი |
ამ დადგენილების მიზანია, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის – პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასურის, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასურის დადგენა.
|
მუხლი 2.
პირველადი წყალმოსარგებლის მომსახურების ტარიფები |
2026 წლის 1 აპრილიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე პირველადი წყალმოსარგებლის – შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტარიფი განისაზღვროს:
ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური – 0.030 ლარი/მ3; ბ) სხვა წყალმომხმარებლისთვის, რომელიც წყალს მოიხმარს ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის, წყლის საცალო მიწოდების საფასური ყოველი საანგარიშო თვისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
გ) სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური – 0.070 ლარი/მ 3; დ) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, ერთწლოვანი კულტურებისთვის – 98.770 ლარი/ჰექტარი/მორწყვის ოპერაცია; ე) გაუმრიცხველიანებელი სხვა წყალმომხმარებლისთვის (პროფილური) წყლის საცალო მიწოდების საფასური, მრავალწლოვანი კულტურებისთვის – 86.450 ლარი/ჰექტარი/მორწყვის ოპერაცია.
|
მუხლი 3.
დადგენილებაში მოცემულ ტარიფებზე დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა
|
1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ყველა ტარიფი გაანგარიშებული და დადგენილია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები