დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016543 |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი" (დანართის შესაბამისად). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/12/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016527). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
თავი I
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები |
მუხლი 1.
ჯანმრთელობის დაცვის დახმარების სახეები:
|
ბიუჯეტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის შემდეგი სახის ფულად დახმარებებს:
1. მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02). 2. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03). 3. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04). 4. გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 05). 5. ძვირადღირებული კვლევის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06). |
მუხლი 2.
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, მედიკამენტების შესაძენად, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ბ) ვეტერან ქალბატონებს (ომის მონაწილე), მედიკამენტების შესაძენად, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება, კერძოდ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, გაეწევათ ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის, „ე-ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; ბ) ვეტერან ქალბატონებს გაეწევათ ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ე-ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; გ) მკვეთრად ან/და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს და შშმ ბავშვებს (18 წლამდე) გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის, მეორე პუნქტის „ე-ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; დ) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 200 ლარს, დაფინანსება მოხდება სრულად; ე) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 200 ლარს, თანაგადახდა განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 200 ლარს; ვ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურება უნდა განხორციელდეს სასწრაფო დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენციით, თანაგადახდა განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხი 80%, არაუმეტეს 1000 ლარისა. ზ) იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ხარჯები სრულად ბეფეციარის ასანაზღაურებელია (არ არსებობს თანაგადახდა) დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 200 ლარს. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2026 წლამდე რეგისტრირებული გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისათვის, მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება. ა) ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ მედიკამენტებისა და კვლევების ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე) 100%,-ით; დაფინანსება განხორციელდება ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში არაუმეტეს 5000 ლარისა. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2026 წლამდე რეგისტრირებული ინსულინ დამოკიდებული (0-დან 18 წლამდე) შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების, დახმარება. ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში გაეწევათ ფინანსური დახმარება, ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარისა. 5. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული მიმართვა (ასლი); ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
|
მუხლი 3.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ, ფულადი დახმარებით 300 ლარის ოდენობით, ხოლო სოფლად მცხოვრები ბენეფიციარებისათვის 350 ლარის ოდენობით, პერიტონიალურ შემთხვევაში ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 4.
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ: ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50% არ აღემატება 300 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით. ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50% მეტია 300 ლარზე, დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 300 ლარი. ხოლო, ყოველ შემდეგ შემთხვევაზე, იმავე მოქალაქის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, მხოლოდ დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 600 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 300 ლარი. გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ, თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, პირველ ჯერზე დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 300 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე იგივე მოქალაქის დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, ოღონდ ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი იქნება 600 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 300 ლარი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მომართვისას პაციენტის დაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდგომი მომართვა განხილული იქნება, როგორც პირველადი მომართვა. დ) ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე) სამკურნალოდ (მედიკამენტები და სხვა დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა. ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2026 წლამდე რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პირებისათვის, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებული მედიკამენტების (ზომეტა, იქსგევა, პროლია) თანადაფინანსება, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 1000 ლარისა. ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2026 წლამდე რეგისტრირებულ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ბენეფიციარებს, საჭიროებიდან გამომდინარე, ექიმის დანიშნულებით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, სრულად დაუფინანსდებათ იმუნოჰისტოქიმიური და ჰისტომორფოლოგიური (ბიოფსია) კვლევა, არაუმეტეს 600 ლარისა. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლამდე რეგისტრირებული, კეთილთვისებიანი სიმსივნით, ან/და დაუდგენელი დიაგნოზის მქონე პირებისათვის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით, კერძოდ: ა) ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება მის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. ხოლო, დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 200 ლარს; 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლამდე რეგისტრირებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, PET/CT- პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის თანადაფინანსება, რომელიც განისაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 80%- ის, მაგრამ არაუმეტეს 2700 ლარისა; 4. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
|
მუხლი 5.
გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება ( პროგრამული კოდი 06 01 05) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეების, გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური (სასწრაფო დაუყოვნებელი ან/და სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია) სამედიცინო მოსახურების დროს, სამედიცინო დაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ: ა) ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება მის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 70%, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. ხოლო, დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 150 ლარს; ბ) გადაუდებელი ემერჯენსის სერვისის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს/ოჯახს, გაეწევა დახმარება მისი ასანაზღაურებელი თანხის 100%, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. 2. დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. გამონაკლის შემთხვევაში – პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. რომელიც განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს მერის მიერ შექმნილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების სამუშაო ჯგუფი/კომისია ). მომსახურების სარგებლობის უფლება ენიჭებათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, სადაც მისი ერთ-ერთი მშობელიც, რეგისტრირებული უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურების ღირებულების (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით) 80%, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა. 4. დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) ან შესაბამისი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა), ( ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული); ე) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ვ) თანადაფინანსების შემთხვევაში - გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ მიღებული დაფინანსების შესახებ; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. |
მუხლი 6.
ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია და სხვა) დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06) |
პროგრამა ითვალისწინებს:
ძვირადღირებული კვლევის დაფინანსება რაც ითვალისწინებს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 400 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 70 % არაუმეტეს 700 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია და სხვა). 4. ბენეფიციარების კვლევების დაფინანსების ქვედა ზღვარი განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. 5. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) ვეტერანის მოწმობა; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
|
თავი II
სოციალური მხარდაჭერის პროგრამის სახეები |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების სახეები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
1. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01); 2. დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02); 3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03); 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04); 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05); 6. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06); 7. ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 07); 8. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08); 9. მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09); 10. სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10); 11. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11); 12. ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა დამხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12); 13. 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14).
|
მუხლი 8.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წლის 1 იანვრამდე რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 000-დან და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით, წერილობითი მომართვიანობის საფუძველზე. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება. ყოველწლიურად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარებების გაცემა ხდება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. დახმარება გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ)ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი; თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 9.
დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს დღის ცენტრის მომსახურებით. რომლის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და სოციალური რეაბილიტაციიის მხარდაჭერა. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 225 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს ადმინისტრირებაში მყოფი ,,ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი“-ს ბენეფიციართათვის, საკურორტო სეზონზე მინიმუმ 12 დღით დასვენების თანადაფინანსება. |
მუხლი 10.
დედმამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებას. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას, 500 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ; ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 11.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრის მომსახურების ან/და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18 მდე) ჩართული ბენეფიციარებისთვის სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება; ა) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, საბავშვო ბაღი, ცენტრი) ბიუჯეტი განისაზღვრება სპეციალისტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ტერიტორიული პრინციპით, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე (3 - 7 ლარი) წლის განმავლობაში, თვეში არაუმეტეს 8 ვიზიტისა ერთ ბენეფიციართან. ბ) დღის ცენტრის მომსახურების სერვისში ჩართული ბავშვების თანადაფინანსება (6 დან-18 წლამდე). მნიშვნელოვანია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან დაშორებით (10 კილომეტრი და მეტი) მცხოვრები ბენეფიციარისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 25 ბენეფიციართან, წლის განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა, პროგრამა ითვალისწინებს თვეში არანაკლებ 12 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან. გ) იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში, ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 15 ბენეფიციართან, წლის განმავლობაში, დაფინანსების ოდენობა განისაზღვროს ერთ ბენეფიციართან თვეში არაუმეტეს 100 ლარისა. დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 25 ბენეფიციართან, წლის განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა, პროგრამა ითვალისწინებს თვეში არანაკლებ 8 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 150 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 117120 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (0-18 წლამდე) ბენეფიციარების სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-18 წლამდე ასაკის 20 შშმ პირს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001 მდეა, მიეცემა ერთ ბენეფიციარზე 600 ლარის ღირებულების საგარანტიო წერილი საკურორტო სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებად, მომსახურება განისაზღვროს არაუმცირეს 8 დღისა, წლის განმავლობაში 12 000 ლარის ოდენობით. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ბენეფიციარისთვის მომსახურების დაწყების დღიდან, ინფორმაცია მოაწოდოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებლად, ბენეფიციარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ; დ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ფორმა №100; ე) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; სერვისის მომწოდებელი ორგანიზაცია პროგრამით მოსარგებლეთათვის გაწეული მომსაურების მონაცემებს (მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, მოსარგებლის სახელი, გვარი, დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სერვისის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ინვოისი, საიდენტიფიკაციო კოდით და საბანკო რეკვიზიტებით) აწვდის მუნიციპალიტეტის მერიას, რის შემდეგაც განხორციელდება მომსახურების, მუნიციპალიტეტის ლიმიტით განსაზღვრული ანგარიშსწორება. 3.ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების პირებისათვის სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა; წლის განმავლობაში 10 000 ლარის ოდენობით. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I და II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები 18 წლის ზემოთ), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (0-დან-18 წლამდე, მხედვედველობით და III ;IV ხარისხის სმენადაქვეითებული), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით არაუმეტესე 1000 ლარის ოდენობით.. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა და მხედველობით შშმ ბავშვებისა), ასევე შშმ ბავშვებს, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 150 ლარის ოდენობით. 7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარების ქვეპროგრამა, კერძოდ: ა) შშმ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001 მდეა, შესაძლებლობა მიეცემათ (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალების (პამპერსი, ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარისა) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში ჩარიცხვით. ასევე 18 წელს ზემოთ შშმ პირებს რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება ჰიგიენური საშუალების (პამპერსის ) შესაძენად, წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით. 8. აუტისტური სპექტრის ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2026 წლამდე რეგისტრირებული, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფის (F84.0; F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები. ა) ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურეოებას და ღონისძიებებს: ა.ა) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. ქცევის გამოყენებითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა); ა.ბ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება; ა.გ) წელიწადში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა) და ა(ა)იპ-ის „საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია“-ს მიერ დამტკიცებული ანგარიშების სტანდარტიზებული ფორმის მიხედვით ანგარიშის ელექტრონული სახით წარდგენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურში. ა.დ) პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის გადაწყვეტილებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება ფსიქიატრის კონსულტაციის და ADOS-2 კვლევის დაფინანსება. 9. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის წლის განმავლობაში არაუმეტეს 170 სეანსის მიწოდება, (ერთი სეანსის ანაზღაურება არაუმეტეს 25 ლარისა) ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს; ბ) ქვეპროგრამის დაფინანსებისა და განხორციელების მექანიზმი: ბ.ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი). ბ.ბ) ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში. ბ.გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სახით. ბ.დ) ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 60 ბენეფიციარი. ბ.ე) ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი რომლის ღირებულება შეადგენს 25 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. გ) მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტა/შეჩერება. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით დაინტერესებულმა პირმა (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით უნდა მომართოს მუნიციპალიტეტს. განცხადების და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე პროგრამით მოსარგებლე დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გადამისამართდება სერვისის მიმწოდებელ მისთვის სასურველ ორგანიზაციაში. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განმახორციელებელს განცხადებით. ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას, ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებლის მიერ წერილის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: გ.ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; გ.ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ.გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. გ.დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა, ), რომელიც გაცემული უნდა იყოს ფსიქიატრის მიერ, ცნობის ქვეპროგრამის მიმწოდებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და ADOS-2 კვლევის შედეგი. გ.ე) მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისა. მოსარგებლეს აქვს უფლება, ერთჯერადად შეიცვალოს დაწესებულება. ამისათვის, ის განცხადებით მიმართავს იმ მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელშიც სურს გადასვლა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ იმ მოსარგებლეს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას განცხადებით. გ.ვ) ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტა/შეჩერების საფუძველი: მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ერთი თვის მანძილზე უმიზეზოდ გაცდენის შემთხვევაში. დ) ანგარიშგება დ.ა) მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია. დ.ბ) ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება საანგარიშგებო თვეში მოსარგებლისათვის გაწეული მომსახურების მოცულობა. ე) მიმწოდებლისთვის დადგენილია დამატებითი პირობები. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ე.ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების გამოცდილება; ე.ბ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და სხვა ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; ე.გ) ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი, რომელიც ფლობს ბავშვის რთული ქცევის მართვისთვის შესაბამის უნარ-ჩვევებს, არის დიპლომირებული სპეციალისტი, ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი), გავლილი აქვს საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ბაზისური კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში, რაც დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით. ე.დ) ჰყავდეს სულ მცირე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), რომელსაც აქვს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საერთაშორისო სერტიფიკატი (BCaBA,BCBA, CABA, IBAO). ე.ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად); ე.ვ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი. ე.ზ) პროვაიდერი ვალდებულია სუპერვიზია ჩაატაროს ადგილზე არანაკლებ ერთხელ წელიწადში.
10. ამ მუხლით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 12.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით. ამ მუხლით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 2.„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალებისშემთხვევაში,სარიტუალო ხარჯებისათვის გარდაცვლილის ოჯახისფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით. 3. განმცხადებელმა დახმარებისათვის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 13.
სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ოჯახის სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 130 001-მდეა, გარდაცვლილის ოჯახს უფლება აქვს სარიტუალო ხარჯების გასაწევად მიიღოს ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, (იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა როცა გარდაცვლილის ოჯახს სარეიტინგო ქულა ახალი შეჩერებული აქვს). 3. განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვალების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; დ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ე) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ვ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); თ)განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; კ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 5. დახმარებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ან გარდაცვლილის მეზობლებმა პირის გარდაცვალებიდან 60 დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) შუამდგომლობა ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); გ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი); დ) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 14.
ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 07)
|
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. საქართველოში ოფიციალურად დადგენილი დღეების (1 იანვარს და 3 მარტს, ოზურგეთში ახალშობილ ბავშვთა ოჯახების დახმარება; 3-8 მარტი; 9 აპრილი; 9 მაისი; 8 აგვისტო; 27 სექტემბერი; 3 დეკემბერი) ასევე, 2004 წლის 16 აგვისტო, საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალების დღე.
2. სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა მატერიალური მხარდაჭერა.
3. 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. არსებული ქვეპროგრამით დახმარების გაცემაზე და ღონისძიების მოწყობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სამსახური.
|
მუხლი 15.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ: 2. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიიღონ ფინანსური დახმარება: ა) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე, ან/და უსახლკარო ოჯახებს, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ, არაუმეტეს 200 ლარისა), ასევე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ან სრული შეძენა; ბ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე, არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი; პრიორიტეტულია: შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა ან/და ძალადობის მსხვერპლი ან დაზარალებული სტატუსის მქონე პირები; ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დასახმარებლად, მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა არ არის განმსაზღვრელი. გ) ფინანსურ დახმარებაზე მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ ის, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს. 3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (0-დან 120 001-მდე); დ) საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შესახებ; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 4. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მოქალაქის განცხადება; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ; გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება ( I და II რიგის ნათესაური კავშირის მქონე პირებთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება გახდეს უარის თქმის მიზეზი); დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები); ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ; ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები; ზ) საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან ოჯახის წევრთა რეგისტრაციის შესახებ; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
|
მუხლი 16.
მზრუნველობა მოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებითი უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09) |
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფას.
2.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 17.
სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10) |
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით. კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის, ელექტროენერგია) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია ბენეფიციარები, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით. |
მუხლი 18.
სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 19.
ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარებას ფულადი ფორმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა, მათი გაძლიერების მიზნით. პროგრამა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ფულადი დახმარება, სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად, თანხის ოდენობა განისაზღვროს საჭიროებიდან გამომდინარე, ერთ ბავშვზე არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით; ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, პირველადი აუცილებელი საყოფაცხოვრებო/საოჯახო ნივთების შესაძენად, საჭიროებიდან გამომდინარე ერთ ოჯახზე არაუმეტეს 5000 ლარისა; გ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ფინანსური დახმარება, პირველადი აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად, საჭიროებიდან გამომდინარე ერთ ოჯახზე არაუმეტეს 500 ლარისა; 4. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება. ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე. 5. დახმარებისათვის მოქალაქემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება; ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (თუ ბავშვს აქვს აღნიშნული სტატუსი ); ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში); 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეებს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთ ბავშვზე 100 ლარის სასკოლო ნივთების შეძენა ( პენალი, ფლომასტერი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში, ფუნჯი და სხვა) განცხადებები განიხილება ბავშვთა განყოფილების მიერ ინდივიდუალურად. 7. პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა 2 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენმტაცია: ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება; ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ე) ცნობა სკოლიდან რეგისტრაციის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიში რეკვიზიტი.
|
მუხლი 20.
18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირთა, პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 14) |
პროგრამა ითვალისწინებს:
პერსონალური ასისტენტის სერვისით მომსახურებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. 1. ტერმინთა განმარტება ა) რეგულარული ასისტენტის მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა; ბ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას. გ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია); დ) მომსახურების მიმღები - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წელზე უფროსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი. ე) ვაუჩერი – მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად. ვ) მომსახურების მიღების მსურველთა სია - სია, რომელშიც შიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა. ზ) მომსახურების მაძიებელი - პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტს პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ. თ) მოსარგებლე - პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი. ი)სამინისტრო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კ) სააგენტო - სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები ა) პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025 წლამდე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი. ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია: ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; ბ.ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი; ბ.გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი); ბ.დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ბ.ე) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი.
გ) პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია: გ.ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა; გ.ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება; გ.გ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია; დ) პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია, მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა. 3. პროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია ა) მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით: ა.ა) შევსებული განაცხადის ფორმა; ა.ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი; ა.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-2 განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული). გ) მომსახურების მაძიებლის შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც 1 თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით. დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების მიმღები კომისია, განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს, განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით, პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება მომსახურების მაძიებელს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამატებით იგზავნება მუნიციპალიტეტში სამინისტროს მიერ მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია; ე) თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მერის/კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 4. კომისიის ფორმირება და მუშაობის წესი ა) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია (შემდგომ „კომისია“), რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და პროგრამით დადგენილ კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას; ბ) კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება მერის მიერ დამტკიცებული კომისიის დებულებით; გ) კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს მომსახურების მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პირისთვის პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამაში ჩართვის ან უარის თქმის შესახებ. 5. პროგრამაში ჩართვის ორგანიზება ა) პროგრამაში ჩართვის შესახებ მერის/კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომსახურების მაძიებელს ეცნობება დადებითი გადაწყვეტილება და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია. ბ) შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მსურველმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის, ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით. გ) მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიღების მსურველი პირის საჭიროებების შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, რომელიც გულისხმობს შემდეგს: გ.ა) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ.: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით. გ.ბ) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას. გ.გ) პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. გ.დ) მე-5-ე პუნქტის, მე-2, და მე-3-ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა, წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს. 6. მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები ა) მომსახურების შეჩერების საფუძვლებია: ა.ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება; ა.ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა; ა.გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას; ბ) მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია: ბ.ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება; ბ.ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა; ბ.გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა; ბ.დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას; ბ.ე) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა; ბ.ვ) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში; ბ.ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს; ბ.თ) მოსარგებლის გარდაცვალება. 7. პროგრამის ბიუჯეტი და პროგრამის დაფინანსება ა) პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით. ბ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსდება, რომელიც ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ადმინისტრირების და საზედამხედველო ხარჯებს. გ) მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება: გ.ა) რეგულარული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 60 საათი; გ.ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 120 საათი. დ) რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის - საათში 13 ლარი. ე) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. ვ) გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 8. მომსახურების მონიტორინგი ა) პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მერიის შესაბამისი სამსახური: ა.ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას; ა.ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას; ა.გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს; ა.დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი. 9. პროგრამის მოქმედების ვადა პროგრამის მოქმედება იწყება 2026 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
თავი III
ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 21.
ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამისა, უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – „სამსახური“).
2. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს ელექტრონული ბაზები (საოფისე პროგრამა excelში), რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი მუხლებით გაწეული დახმარებებისა და აღებული ვალდებულებების რაოდენობის კონტროლი, ასევე შესაძლებელი იქნება სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შემოსული, დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი კორესპოდენციებთან დაკავშირებით მუხლობრივად. 3. სამსახური ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოფილი იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაინტერესებულ წევრთა მონაწილეობის შესაძლებლობა. |
მუხლი 22.
ბენეფიციართა მიერ ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
|
|
მუხლი 23.
გადაწყვეტილების მომზადება
|
1. სამსახური ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ. 4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. |
მუხლი 24.
ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის კურატორი მოადგილე სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის/ოქმის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
2 .გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები