დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016794 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, 23-ე, 29-ე, 30-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:
გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტებისთვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):
“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები