ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6-16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 280090000.35.101.017389
6-16
26/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
280090000.35.101.017389
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-16

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, ასევე, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №5-8 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტის მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის  №50-100 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი – 06 02 16) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პირობებს და პროცედურებს.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა) მიზანია კომპენსაციის მიმღები პირისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის გაცემის გზით.

3. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებებზე, რომელზედაც თანხები გამოიყოფა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

 

მუხლი 2. კომპენსაციის მიმღები პირები

1. ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (შემდგომში – ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში, ამასთან მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება და განცხადების წარდგენის მომენტამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მისამართი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. დროებით საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია (შემდეგში – კომპენსაცია) გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვის მიზნით.

3. დაუშვებელია ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით სხვა სახის ღონისძიებების დაფინანსება.

 

მუხლი 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანო

1. ქვეპროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი გამგეობა (შემდგომში – გამგეობა).

2. ქვეპროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის გამგეობაში გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც განიხილავს კომპენსაციის მიღების თაობაზე გამგეობაში შემოსულ განცხადებებს, შეისწავლის შესაბამის დოკუმენტაციას, ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს, აგრეთვე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს სფეროს კურატორი გამგებლის მოადგილე.

 

მუხლი 4. განცხადების წარდგენა

1. კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებული პირი ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრული ფორმით განცხადებით მიმართავს:

ა) ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს/მდებარეობდა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული დანგრეული ან ამორტიზებული ფართი;

ბ) ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ რაიონის გამგეობას, რომლის ტერიტორიაზე არის დაინტერესებული პირი რეგისტრირებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირებულია მისამართის გარეშე – რომლის ტერიტორიაზეც პირი იმყოფება/თავს აფარებს ფაქტობრივად.

2. განმცხადებელი განცხადებაში ადასტურებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს სხვა საცხოვრებელად ვარგისი ფართი არ გააჩნია. განმცხადებელმა ასევე უნდა დაასაბუთოს მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა.

3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი);

ბ) ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი საბინაო წიგნიდან, ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან/ბიუროს ცნობა-დახასიათება, კომუნალური გადასახადების ქვითრები, კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), მესაკუთრის ან მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საკუთრების დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი).

გ) ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება. ამასთან, ქირავნობის ხელშეკრულება არ უნდა იყოს გაფორმებული განმცხადებლის ოჯახის წევრთან (დედა, მამა, შვილი, და-ძმა და ა.შ.);

დ) გამქირავებლის ან/და განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები;

ე) ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს და მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი;

ვ) შესაბამის ფართში განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, კომუნალური გადახდის ქვითრები, მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადება ფართში ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ზ) განცხადებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები (სხვადასხვა სახის დასკვნები, ცნობები და ა.შ.).

4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე და კანონიერებაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმომდგენი.

 

მუხლი 5. განცხადების განხილვა

1. გამგეობა ვალდებულია განახორციელოს თითოეული განცხადების განხილვა და საქმის გარემოებების გამოკვლევასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტაციის, ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება და აღრიცხვა.

2. საბჭო ვალდებულია შეამოწმოს ამორტიზებული ფართის მდგომარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დროებითი საცხოვრებელი ფართის მდგომარეობა, გადაამოწმოს განცხადებაში მითითებული ოჯახის წევრების რაოდენობა, მოახდინოს დაქირავებული ფართის მდგომარეობისა და განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის აღწერა/დაფიქსირება (ფოტოგადაღება და სხვა). საბჭოს, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია სხვა ღონისძიებების განხორციელება. შემოწმების შედეგები აისახება შემოწმების ოქმში.

3. დოკუმენტაციის განხილვის პროცესში მოწმდება განცხადებაში მითითებული გარემოებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოწმების შედეგების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან და ქვეპროგრამის მიზნებთან შესაბამისობა.

4. საკითხის შესწავლის შემდეგ საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები.

5. გამგებელი მოხსენებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ განმცხადებლის მიერ არაზუსტი ინფორმაციის ან მონაცემების წარმოდგენის გამოვლენა წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს მის მიერ ამ გარემოებების გამოვლენამდე მიღებული კომპენსაციის ოდენობის თანხა.

 

მუხლი 6. კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი

1. კომპენსაცია გაიცემა არაუმეტეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე.

2. შესაბამისი რაიონის გამგეობა წინა წლის კომპენსაციის მიმღებთა სიას ამოწმებს საბჭოს მეშვეობით დადგენილი წესით და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სიის კორექტირებას და ახალი სიის დამტკიცებას მომდევნო წლის იანვრის თვეში.

3. კომპენსაციის გაცემა ერთ განმცხადებელზე შესაძლებელია განხორციელდეს იმ პრობლემის აღმოფხვრამდე, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემას, მაგრამ არაუმეტეს 2026 წლის საბიუჯეტო წლის ბოლომდე, გარდა ამ წესის  მე-9  მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამგეობა უფლებამოსილია 500  (ხუთასი) ლარის ფარგლებში თავად, ხოლო 500 (ხუთასი)  ლარზე მეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით ყოველთვიურად (ყოველ დაზარალებულ ოჯახზე) გასცეს კომპენსაცია.

5. დაუშვებელია ამორტიზებულ ფართში მცხოვრები ოჯახების დაყოფა და ცალ-ცალკე ფართის დაქირავება კომპენსაციის დადგენილზე მეტი ოდენობით მიღების მიზნით.

6. დროებითი საცხოვრებელი ადგილის ან/და ქირის ოდენობის შეცვლის შემთხვევაში, კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება და ახალი ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული (ან ქირის ოდენობის შეცვლის შემთხვევაში, დამოწმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დადასტურება) ქირავნობის ხელშეკრულება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი წარედგინება საბჭოს, რომელიც შემოწმების გზით ადგილზე ამოწმებს დამქირავებლის მიერ შესაბამის მისამართზე ცხოვრებისა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტს, რაზეც დგება შემოწმების ოქმი. საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს (მოხსენებით ბარათს ხელს აწერს საბჭოს ყველა წევრი), რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესწავლისა და შემოწმების შედეგები, ხოლო შესაბამისი გამგებელი მოხსნებითი ბარათისა და საქმის მასალების გათვალისწინებით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუხლი 7. კომპენსაციის გაცემა

1. კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. კომპენსაციის გაცემა (თანხის ჩარიცხვა) ხდება გამქირავებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – განმცხადებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.

3. დაუშვებელია ერთზე მეტი თვის კომპენსაციის თანხის ერთდროულად გაცემა.

4. კომპენსაციის გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ევალება გამგეობის შესაბამის

სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ვალდებულია:

ა) სრული სიზუსტით აწარმოოს კომპენსაციის გაცემის აღრიცხვა;

ბ) დაიცვას კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით შედგენილი და მიღებული დოკუმენტაცია (საგადასახადო მოთხოვნები და სხვა).

 

მუხლი 8. შემოწმების განხორციელება

1. ამ წესის მოთხოვნათა დაცვის, ქვეპროგრამის ეფექტურად წარმართვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივად ხარჯვისა და ქვეპროგრამის მიზნების ეფექტიანად მიღწევის უზრუნველსაყოფად, საბჭო ვალდებულია, არანაკლებ 4 თვეში ერთხელ, შეამოწმოს ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას.

2. საბჭოს მიერ უნდა შემოწმდეს:

ა) ამორტიზებული ფართის მდგომარეობა ადგილზე დათვალიერებით;

ბ) განმცხადებლის ცხოვრების ფაქტი წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართზე;

გ) ერთ ოჯახად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს სხვა გარემოებების არსებობაც.

4. თითოეული განხორციელებული შემოწმების საფუძველზე საბჭოს წევრი ადგენს ამ წესის დანართი 2-ით განსაზღვრული ფორმის შემოწმების ოქმს.

 

მუხლი 9. კომპენსაციის გაცემის განსაკუთრებული წესი

1. განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგებელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ამ წესით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით და წესით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ან საცხოვრებელ პირობებში მყოფი პირებისათვის, აგრეთვე სტიქიური უბედურების (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში იღებს გამგებელი, ხოლო 500 (ხუთასი) ლარზე მეტის შემთხვევაში კომპენსაცია გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, კომპენსაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

 

მუხლი 10. კომპენსაციის შეწყვეტა

1. კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველია:

ა) კომპენსაციის მიმღები პირის განცხადების წარდგენა, რომლითაც იგი უარს აცხადებს კომპენსაციის მიღებაზე;

ბ) თუ გამოვლინდა, რომ განმცხადებლის მიერ კომპენსაციის მისაღებად წარმოდგენილი იყო არაზუსტი ინფორმაცია ან მონაცემი;

გ) შემოწმების ან სხვა გზით გამოვლინდა, რომ აღარ არსებობს ის გარემოებები, რის საფუძველზეც პირზე გაიცემოდა კომპენსაცია;

დ) გამოვლინდა, რომ კომპენსაციის მიმღები პირი აღარ ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ ქირავნობის ხელშეკრულებაში;

ე)  განმცხადებლის გარდაცვალება;

ვ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ქვეპროგრამის და ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე ამართლებს კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარმოადგენს ახალ საცხოვრებელ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულებას და შესაბამის დოკუმენტაციას, შესაბამისი გარემოებების გადამოწმების შედეგად გამგებელი ამ წესის შესაბამისად იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

მუხლი 11. კომპენსაციის შეწყვეტის და კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის სხვა საფუძვლები

  1. კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველია კომპენსაციის მიმღები პირის მიერ, მის საკუთრებაში არსებული ქონების ჩანაცვლებაზე უარის თქმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ჩანაცვლების პროგრამა გულისხმობს:

   ა) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ VII თავით გათვალისწინებულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელებას;

      ბ) „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 391 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

        გ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის N10-48 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

          დ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე  ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-14 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

            3. კომპენსაციის მიმღებ პირს, კომპენსაცია უწყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამოვლენიდან (წერილობითი ან ზეპირი ფორმით, ან უმოქმედობის ფორმით გამოვლენიდან). კომპენსაცია წყდება უარის გამოვლენის კალენდარული თვის მე-7 თვიდან. უარის გამოვლენის კალენდარული თვე არ ჩაითვლება ვადის ათვლაში.

        4. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მიმღები პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, ხოლო ამის შემდეგ ისევ განაცხადებს უარს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, მას კომპენსაციის მიღება შეუწყდება დაუყოვნებლივ, ამ უარის გამოვლენისთანავე.

          5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირისათვის კომპენსაციის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ პირს კომპენსაცია მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დაიწყო ჩანაცვლების პროგრამის დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელება და ეს პროგრამა ითვალისწინებს მესაკუთრეებისათვის კომპენსაციის გაცემას.

          6. თუ პირი, უარს განაცხადებს ამ მუხლით გათვალისწინებული ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ მას გაუჩნდება  ამ წესის შესაბამისად კომპენსაციის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა კომპენსაცია მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

       7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომპენსაციის მიმღები პირის მიერ, ჩანაცვლების პროგრამაში უარის თქმის შემთხვევაში, ამ პირის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები.

            8. ამ მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,  საბჭოს ხელმძღვანელი გამგებლის სახელზე ადგენს მოხსენებით ბარათს და გამგებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

1. პირებს, რომლებსაც 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე) უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია, 2026 წლის იანვარში დამტკიცებული სიის მიხედვით, გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა არაუმეტეს 2026 წლის ბოლომდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უწყდებათ კომპენსაცია ამ წესის მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობის შემთხვევაში.

 

 

დანართი №1

 

------------------------------------ რაიონის გამგეობას

 

განმცხადებელი -----------------------------

 

მისამართი -----------------------------

 

ტელ. -----------------------------

 

 

განცხადება

(დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის მისაღებად)

 

 

გთხოვთ, განიხილოთ ჩემი -------------------------------------------------------

                                                                                   (სახელი, გვარი)

განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია და გასცეთ კომპენსაცია.

 

1. მიუთითეთ და დაასაბუთეთ მოთხოვნილი კომპენსაცია (ციფრობრივად და სიტყვიერად) -------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. მიუთითეთ დანგრეული/ამორტიზებულისაცხოვრებელი ფართის სრული მისამართი --------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. აღწერეთ, რა საფუძვლით გახდა თქვენი საცხოვრებელი ფართი საცხოვრებლად გამოუსადეგარი/ან მიუთითეთ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების დაკარგვის საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.  ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების რაოდენობა ------------------------------

 

სახელი, გვარი

 

 

ნათესაური კავშირი

 

 

პირადი ნომერი

 

 

დაბადების თარიღი

 

საცხოვრებელი ადგილი

 

საკონტაქტო ტელეფონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.    განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები (მონიშნეთ):

განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი) (მიუთითეთ დეტალურად) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ამორტიზებული ფართის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მიუთითეთ დეტალურად) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შესაბამის ფართში განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიუთითეთ დეტალურად) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ნოტარიულად დამოწმებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება;

განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი ---------------------------------------------------------

 

ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რომ განმცხადებელს ან მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ფართი;

 

განცხადებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები (სხვადასხვა სახის დასკვნები, ცნობები და ა.შ.) (მიუთითეთ დეტალურად) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

აღნიშნული განცხადებით ვადასტურებ, რომ მე და განცხადებაში მითითებულ ჩემს ოჯახის წევრებს სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი არ გაგვაჩნია.

ვაცხადებ თანხმობას, რომ გამგეობას უფლება აქვს განცხადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს  შესაბამისი პერსონალური მონაცემები.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტების სისწორეზე და ნამდვილობაზე პასუხს აგებს განმცხადებელი. განმცხადებლის მიერ არაზუსტი ინფორმაციის ან მონაცემების წარმოდგენის გამოვლენა წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს და განმცხადებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს მის მიერ ამ გარემოებების გამოვლენამდე მიღებული კომპენსაციის ოდენობის თანხა.

 

განმცხადებელი ---------------------------------------

                                              (სახელი, გვარი)

 

 -------------------------------------

                  (ხელმოწერა)

 

-------------------------------

           (თარიღი)

 დანართი №2

შემოწმების ოქმი № ---

 ---------------------------------                                                                   -------------------------         

 (ოქმის შედგენის ადგილი)                                                                                         (თარიღი)

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემოწმების საფუძველი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემოწმების მიზანი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემოწმების ადგილი)

 შემოწმების განმახორციელებელი პირები (სახელი, გვარი, თანამდებობა):

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შემოწმების შედეგები:

1.  საცხოვრებელი ფართის დახასიათება (ფართობი, ოთახების რაოდენობა, მდგომარეობა და სხვა) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2.  ოჯახის წევრების რაოდენობა (მათ შორის, ადგილზე შემოწმებისას რამდენი იყო) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.       განმცხადებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.  შემოწმებისას განხორციელებული მოქმედებები (ფოტოგადაღება და სხვა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

5.  შემოწმებისას გამოვლენილი სხვა გარემოებები და სხვა შენიშვნები -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. ოქმის დანართი: ----------------------------------------------------------------------------------

შემოწმების განმახორციელებელი პირების ხელმოწერები:

---------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------

განმცხადებლის ან შემოწმებაზე დამსწრე ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის ხელმოწერა

 

--------------------------------------

(სახელი, გვარი)