“ერთიანი ეროვნული გამოცხდების ჩატარების დებულებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“ერთიანი ეროვნული გამოცხდების ჩატარების დებულებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 866
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 19/10/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.009.477
  • Word
866
11/10/2006
სსმ, 143, 19/10/2006
430.010.000.22.022.009.477
“ერთიანი ეროვნული გამოცხდების ჩატარების დებულებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.009.477

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №866

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-19 მუხლს დაემატოს მე-9 და მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,9. ეროვნული გამოცდების ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხ-ვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:

ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები;

ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;

გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.

10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ფაკულტეტზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს აკრედიტაციის სამსახურს. აკრედიტაციის სამსახური ეროვნული გამოცდების ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს მისაღებ სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო და-წესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.“

2. მე-20 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. ერთიან ეროვნული გამოცდებში მიღებული ქულები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომდევნო წელს, თუ ერთიან ეროვნული გამოცდებში მონაწილეობა მიიღო პირმა, რომელსაც:

ა) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს არ ჰქონდა მოპოვებული ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება და მას ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წერილობით განაცხადში მითითებული ჰქონდა, რომ მოიპოვებდა ზოგადსაგანმანათლებლო, მათ შორის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს არ ჰქონდა მოპოვებული ეროვნული გამოც-დების ცენტრის მიერ გაცემული, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება და მას ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წერილობით განაცხადში მითითებული ჰქონდა, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების შედეგად.“.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია