„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 31/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016196
126
31/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
130000000.63.075.016196
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №126

2025 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016009) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

1. „ვ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ვ) იმერეთის რეგიონალური სამმართველო;“.

2. „ვ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ი“ და „ვ.კ“ ქვეპუნქტები:

„ვ.ი) გურიის რეგიონალური სამმართველო;

ვ.კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმამუკა მდინარაძე