ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6-9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017393
6-9
26/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010250050.35.101.017393
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6-9

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), მერის მოადგილეების და მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა დანართი 1-ის შესაბამისად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 2-ის შესაბამისად;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საშტატო ნუსხა დანართი 3-ის შესაბამისად;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 4-ის შესაბამისად;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 5-ის შესაბამისად;

ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 6-ის შესაბამისად;

ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 7-ის შესაბამისად;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 8-ის შესაბამისად;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 9-ის შესაბამისად;

კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 10-ის შესაბამისად;

ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 11-ის შესაბამისად;

მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 12-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-101 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე