დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითI მკურნალობის პილოტური პროგრამის განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №302/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 270/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 24/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.070.000.22.035.009.471 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.070.000.22.035.009.471
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №270/ნ
2006 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №302/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 24 ნოემბრის №302/ნ ბრძანების (სსმ III, 2005წ., №142, მუხ.1576) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ოპიოიდურ ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პილოტური პროგრამების განხორციელების მეთოდიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება საექიმო-საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სამედიცინო კომისია) სამი ექიმი-ნარკოლოგის შემადგენლობით. კომისია მისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს პაციენტთა მკურნალობის პროცესს“.
2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტურობის გაზრდისათვის, მათ მიმდინარეობაში წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტის ოპერატიულობის და განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭო”.
3. მე-5 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ) სხვა განსაკუთრებული კლინიკურ-სოციალური მაჩვენებლების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედველობის საბჭოს გადაწყვეტილებით“.
4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში ამ უკანასკნელი დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არა უგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ ჩანაცვლებითი პროგრამის ხელმძღვანელობას და შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულებას უნდა გადაეცეს ჩამანაცვლებელი პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 7 დღის ულუფისა. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ ავადმყოფის სტაციონარულ ისტორიაში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება: წამლის ფორმა, პრეპარატის დოზირება, გადაცემული პრეპარატის რაოდენობა და სხვა სპეციფიკური საკითხები. პრეპარატის მიღების კონტროლი ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ, რის შესახებ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ისტორიაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ადასტურებს განყოფილების გამგეც.
6. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის (მაქსიმუმ 2 დღის) მიწოდება ხორციელდება ექთნის მიერ. შესაძლებელია აგრეთვე ულუფის (არა უმეტეს 2 დღისა) გატანება პაციენტის ოჯახის წევრისთვის, მისი პირადი განცხადებისა და სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 7 დღისა.
7. პაციენტის ქალაქიდან ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში სამედიცინო კომისიას აქვს უფლება ხელზე გაატანოს მხოლოდ 3 დღის ულუფა.“
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის კურსის დასრულება
ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი მხარდამჭერი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება დეტოქსიკაციის კურსის ჩატარებით”.
7. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს ბარდება წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი სანქციების შესახებ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო კომისია განიხილავს პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს”.
8. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები