“საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 856
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 142, 16/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.464
  • Word
856
11/10/2006
სსმ, 142, 16/10/2006
040.030.000.22.022.009.464
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის" წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.464

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №856

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინის-ტრირების სკოლის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში (სსმ III, 19.08.05 წ., №97, მუხ. 1096) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) წესდების მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სკოლის დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

ბ) წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:

„ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებთან და ღია კონკურსის საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით სამსახურში აჰყავს სკოლის მასწავლებლები. სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საკონკურსო კომისიას;“;

გ) წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“;

დ) წესდების მე-8 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოადგენს შესათანხმებლად დირექტორის მოადგილის კანდიდატურას.“.

ე) წესდების მე-8 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სკოლის დირექტორის მოადგილის კომპეტენცია განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

ვ) წესდების მე-8 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას.“.

ზ) წესდების მე-9 მუხლის 1-ლ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის მართვის მიზნით 4 წლის ვადით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია