დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 03/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 11/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.009.454 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.454
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №33
2006 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 2 აგვისტოს №68 ბრძანებით დამტკიცებული „გარდამავალ ეტაპზე ელექტროენერგეტიკული სექტორის სისტემის ფუნქციონირების, მათ შორის სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების დროებითი წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საწარმოთა მართვის სააგენტოს 2006 წლის 14 სექტემბრის №1–9/595 ბრძანებიდან გამომდინარე „ელექტროენერ-გეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში (სსმ III, 16.05.2006 წ., №66, მუხლი 848) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი პირველი მუხლის მე-13 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 15–19 და 22–44 პუნქტები და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ჰიდროელექტროსდგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გასაყიდი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):
| 1. | შპს „ვარციხე – 2005“ –––––––––––––––––– 1.25 თეთრი/კვტსთ |
| 2. | შპს „თბილწყალკანალი“ (ჟინვალჰესი) –––––––– 1.83 თეთრი/კვტსთ |
| 3. | სს „ლაჯანურჰესი“ ––––––––––––––––––––– 3.8 თეთრი/კვტსთ |
| 4. | სს "ხრამჰესი 1“ ––––––––––––––––––––––– 1.76 თეთრი/კვტსთ |
| 5. | სს „ხრამჰესი 2“ ––––––––––––––––––––––– 1.51 თეთრი/კვტსთ |
| 6. | შპს „გუმათჰესების კასკადი“ ––––––––––––––– 3.64 თეთრი/კვტსთ |
| 7. | სს „ძევრულჰესი“ ––––––––––––––––––––––– 3.85 თეთრი/კვტსთ |
| 8. | სს "რიონჰესი“ ––––––––––––––––––––––––– 3.5 თეთრი/კვტსთ |
| 9. | ს.ს „შაორჰესი“ –––––––––––––––––––––––– 3.82 თეთრი/კვტსთ |
| 10. | შპს „ზაჰესი 06“ ––––––––––––––––––––––– 1.42 თეთრი/კვტსთ |
| 11. | შპს „ორთაჭალენერჯი" ––––––––––––––––––– 2.5 თეთრი/კვტსთ |
| 12. | სს „რუსთავცემენტი“ (ბჟუჟაჰესი) ––––––––––– 4,0 თეთრი/კვტსთ |
| 13. 14. | შპს „საქართველოს რკინიგზა“ (საცხენისი) ––– 2,33 თეთრი/კვტსთ შპს „აწჰესი“ –––––––––––––––––––––––––– 3.85 თეთრი/კვტსთ |
| 15. | შპს „მუნლეიკ-ჯორჯია“ (ძევრულჰესის I აგრეგატი)–3,0 თეთრი/კვტსთ |
| 16. | შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“ –– 7.16 თეთრი/კვტსთ“ |
2. მე-5 მუხლში შეიცვალოს შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადაცემის ტარიფები და მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები:
ცხრილი №1
|
№ |
დასახელება | ტარიფები ძაბვების მიხედვით (თეთრი/კვტსთ) |
| 1. | გადაცემა |
|
| ა) | შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ |
|
|
| 35–110–220 კვ | 0.5 |
|
| 6–10 კვ | 1.109 |
| ბ) | სს „საქრუსენერგო“ | 0.18 |
|
2. | დისპეტჩერიზაცია შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ |
0.15 |
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება 2006 წლის 1 სექტემბრიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები