დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017427 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/02/2025, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017291) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვედანაყოფში სამუშაო დღეები განისაზღვრება ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათი და კვირა წარმოადგენს დასვენების დღეებს, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაო განრიგი არ გამოიყენება და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს ეზღუდება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დადგენილია არანორმირებული ან განსხვავებული სამუშაო დრო. ამასთან, სამხედრო სწავლებებისა და საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისას სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დროებით დათხოვნაში წასვლის საკითხი რეგულირდება შესაბამისი საბრძოლო მომზადების პროგრამით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 29 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები