ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016430
20
29/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010260020.35.131.016430
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29აპრილის  №11 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ ჟღენტი



ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულება

.

თავი I
ზოგადი დებულებები და საქმიანობის პრინციპები

 


მუხლი 1
1. ეს დებულება განსაზღვრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერია) სტრუქტურული ერთეულის - მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში ძირითადი მიმართულებებისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება -განხორციელებას.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური  შექმნილია „ადგილობრივი  თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებელის გამზირი №141.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. პირველადი სტრუქტრული ერთეულის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური შედგება:

ა) სამსახურის უფროსი; სტრუქტურული ერთი ქვედანაყოფისაგან და უფროსი სპეციალისტებისაგან;

ბ) ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება;

გ) სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეები.

2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.


თავი II
სამსახურის უფლებამოსილებები

მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები
1.  სამსახურის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის   განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მუნიციპალური სპორტული და სახელოვნებო, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე დაწესებულებების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა და/ან კოორდინაცია;

გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის, ტურიზმის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პირველადი სტრუქტურული ერთეულის  კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია, ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა  სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულების განსაზღვრასა და აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;

ზ) განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;

თ) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროებში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის  დაცვა  და  პოპულარიზაცია,  გამოჩენილი  პიროვნებების  ხსოვნის  უკვდავყოფა,

ი) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

კ) ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;

ლ) ახალგაზრდებისათვის ხელშეწყობა მათი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში;

მ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის ხელშეწყობა;

ნ) ახალგაზრდების ინფორმირებულობა გარე სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, მათთვის შესაბამისი ტექნიკური პირობების შექმნა, რათა მათ ისარგებლონ კომუნიკაციის თანამედროვე სისტემებით. ჩაუტარდეთ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის რეიტინგები, სემინარები, დისკუსიები, დებატები და სხვა;

ო) ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის მიზანმიმართულად დაგეგმვისა და გამოყენების ხელშეწყობა;

პ) ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობადობის ამაღლება;

ჟ) მუნიციპალიტეტში ქალისა და კაცის თანასწორობის შენარჩუნების მიზნით მოქალაქეთა ინფორმირება;

რ) მოქალაქეთა, განურჩევლად სქესისა, თანაბარი მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საქმიანობაში და ამ მიზნით მათი თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა.

ს) მუნიციპალიტეტში ქალისა და კაცის თანასწორობის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგების, სემინარების მომზადება.

ტ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა;

უ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და განზოგადება;

ქ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა;

ღ) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავების გზით;

ყ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების შემუშავება და მათი პოპულარიზება. ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;

შ) ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;

ჩ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ც) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ძ) მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის დამეგობრებულ ქალაქებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის და ქობულეთის მერის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

წ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

ჭ) მერის და მუნიციპალიტეტის სხვა წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზაციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.

ხ) მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;


მუხლი 4. თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურის უფლება- მოვალეობებია:
  1. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად, დადგენილი წესით მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.
  2. მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში.
  3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს წარუდგინოს სათანადო გაანგარიშებები დაქვემდებარებული სფეროების საჭირო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე და სხვა.
  4. განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.
  5. გაწეული საქმიანობის შესახებ წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაციები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან.
  6. იზრუნოს დაქვემდებარებული სფეროების განვითარებაზე.
  7. მიიღოს განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში.
  8. გაუწიოს კოორდინირება დაქვემდებარებულ სფეროში მყოფ ობიექტებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების განაწილებას.
  9. განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ვალდებულებანი.

თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა

მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელი
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი (შემდგომში -სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი.

2.  სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის განყოფილებებისა და თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილებებსა და თანამშრომელთა შორის ფუნქციური განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მერს;

დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის განყოფილებასა და თანამშრომელთა შორის;

ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ზ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

თ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;

ი) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე  შექმნილ კომისიებში;

კ) ესწრება მერის თათბირებს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;

მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და/ან ითანხმებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

3. სამსახურის  უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის  საქმიანობისათვის მერისა და მერის მოადგილეების წინაშე.

4.  სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

5. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გადადგომის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა; უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) გარდაცვალება;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს ან უფროსი კატეგორიის სპეციალისტს.


მუხლი 6. ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება (ტექსტში შემდგომ - განყოფილება) არის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო კონცეფციის, შესაბამისი კვლევების, სტრატეგიისა და ანალიზის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.

2. ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდის რეკომენდაციათა მომზადება. ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;

ბ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული სერვისის ხარისხის კვლევებისა და ანალიზის წარმოება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმაციული უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის სხვადასხვა სახეობათა განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება. ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;

დ) ტურისტული და საკურორტო საქმიანობის გაფართოება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ტურისტულ-საკურორტო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვა;

ე) მუნიციპალიტეტის საკურორტო პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა. სარეკლამო-საინფორმაციო მასალების შექმნა, ტირაჟირება და გავრცელება;

ვ) ტურიზმის სახეების მიხედვით ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზება;

ზ) ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობა. საკურორტო სეზონის პოპულარიზების მიზნით ადგილობრივი ტრადიციული დღესასწაულების პოპულარიზება და ფესტივალების დამკვიდრება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ტურიზმის სფეროს ადმინისტრირებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დადგენის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისადმი;

ი) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, ვებგვერდის მომზადება, მისი მართვა და სისტემატიზაცია.

კ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის დამეგობრებულ ქალაქებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის და ქობულეთის მერის თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

მ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

ნ) მერის და მუნიციპალიტეტის სხვა წევრების უცხო სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, ორგანიზაციებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზაციული ღონისძიებების უზრუნველყოფა.

ო) მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტების საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზება, უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

პ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.


მუხლი 7. ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
1. ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.  განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის წინაშე;

გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს.


მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტები
1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას და მონიტორინგს.

2. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასპორტო, სახელოვნებო დაწესებულებების კოორდინაცია. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება და სისტემატიზაცია;

ბ)  მუნიციპალური  სპორტული  და  სახელოვნებო  დაწესებულებების,  მუზეუმების,  თეატრების,

ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების კოორდინაცია;

გ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის მომსახურების დარგში დაწესებულებების შექმნის, რეორგანიზაციის საკითხებზე და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;

დ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში დამტკიცებული ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება და ხელშეწყობა. მიზნობრივი პროგრამების მართვის განხორციელება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის პროგრამების სფეროში ადმინისტრირების, ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;

ე) დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო და სკოლის გარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სფეროს პერსპექტივების განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სამსახურის უფროსისადმი წარდგენა;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ სფეროს მიკუთვნებული სკოლების, სკოლისგარეშე აღზრდისა და დასვენებისათვის საჭირო ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება-ხელშეწყობა;

თ) დარგის განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ი) სამსახურის დაქვემდებარებულ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის თავისუფლების, წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

კ) განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაძმობილებული, დამეგობრებული და სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ურთიერთობების დამყარების მიზნით წინადადებათა შემუშავება;

ლ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტისა და ახალგაზრდობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;

მ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის ზრუნვა;

ნ) ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;

ო) ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობა მათი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში;

პ) სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდების ინფორმირებულობა გარე სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, მათთვის შესაბამისი ტექნიკური პირობების შექმნა, რათა მათ ისარგებლონ კომუნიკაციის თანამედროვე სისტემებით. ჩაუტარდეთ და ჩაატარონ სხვადასხვა სახის რეიტინგები, სემინარები, დისკუსიები, დებატები და სხვა;

რ) ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის მიზანმიმართულად დაგეგმვისა და გამოყენების ხელშეწყობა;

ს) შესაბამისი საგრანტო პროგრამების შემუშავება და ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან;

ტ) ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობადობის ამაღლება;

უ) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საქმეთა შენარჩუნების მიზნით მოქალაქეთა ინფორმირება;

ფ) მოქალაქეთა, განურჩევლად სქესისა, თანაბარი მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საქმიანობაში და ამ მიზნით მათი თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა.

ქ) მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საქმეთა დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგების, სემინარების მომზადება.


თავი IV
სხვა დებულებები

მუხლი 9
1.  სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხორციელდება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.