დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს _ ბიუროს ტიპიური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის" დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1071 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 136, 04/10/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.023.009.416 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.416
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №1071
2006 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპური დებულებებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის“ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 21 აგვისტოს №743 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ (სსმ III, 24.08.06 წ., №112, მუხ.1546) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს – ბიუროს ტიპურ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამცხე-ჯავახეთის ბიურო – ქ. ახალციხე, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის რაიონები. იურიდიული მისამართი – საქართველო, ახალციხე, მ. კოსტავას №18;“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) ზემო აფხაზეთის ბიურო – კოდორის ხეობა. იურიდიული მისამართი – საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გულრიფშის რაიონი, სოფ. აჟარა.“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე,
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ჩანტლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები