ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.162.016703
35
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
190040000.35.162.016703
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №35

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20.12.2021; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.162.016558).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

თანამდებობის პირთა რაოდენობა

კოეფიციენტი

თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

1

4.1

6560

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

3.1

4960

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

2.7

4320

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

2.2

3520

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2

2.0

3200

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

8

1.6

2560