„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1254-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010180000.04.001.018170
1254-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010180000.04.001.018170
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეფერენდუმის  შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.“.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 184-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1254-IVმს-XIმპ